ჟურნალ „Forbes“ –ის ახალი  პროექტის მიხედვით, თურმე დღეს მართალია არსებობენ ქალაქები, რომლებიც XXI საუკუნესა და შემდეგ ასწლეულებში  ,,მოჩვენებებად” გადაიქცევიან. პროექტში ასევე ნათქვამია, რომ დღეს არსებობენ ქალაქები, რომლებიც მართალია  ჩვეულებრივად აგრძელებენ სიცოცხლეს, თუმცა ეს ასწლეული, შესაძლოა, მათთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს.

ასეთი მაგალითები  ისტორიას საკმაოდ ბევრი ახსოვს. კერძოდ,  ქალაქი მოჰენჯო-დარო, რომელიც მდინარე განგის ნაპირზე იყო გაშენებული და მაშინდელი ცივილიზაციის დიდ ცენტრს წამოადგენდა 900 წლის მანძილზე…

ჩვენს ერამდე 1700 წელს ქალაქი დაცარიელდა და მისი აღმოჩენა მოხდა 1920 წელს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს იგი თავიდან და მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ ქალაქის დაცარიელების და მოსახლეობისაგან დაცლის მიზეზი ყოფილა დიდი ეკონომიკური პრობლემები, რომელსაც თან დაერთო მტრის შემოსევაც. ამ პრობლემებმა კი გამოიწვია დიდი ცივილიზაციის დაცემა.

ახლა კი ისევ პროექტს დავუბრუნდეთ და თანამედროვე ქალაქებს შევეხოთ…

სან ფრანცისკო, აშშ.

კალიფორნიის უნვიერსიტეტის მკვლევარები, 75%-იანი სიზუსტით აცხადებენ, რომ 2086 წელს სან-ფრანცისკოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე იქნება 7 ბალზე მეტი. ეს გამოიწვევს ქალაქის მთლიან განადგურებას. გარდა ამისა, სან-ფრანცისკო არის ქალაქი, რომელშიც მოსახლეობა ყველაზე მეტად და სწრაფად მცირდება. მიწისძვრის მოახლოება კი ქალაქის დაცარიელებას კიდევ უფრო დააჩქარებს.

ცნობისათვის: 1906 წელს სან ფრანცისკოში ერთდროულად მოხდა უდიდესი მიწისძვრა და ხანძარი, რამაც თითქმის მთლიანად დაანგრია ქალაქი. “ისტორიას არ ახსოვს, რომ თანამედროვე ქალაქი ასე მთლიანად განადგურებულიყოს. სან ფრაცისკო აღარ არსებობს” – წერდა ჯეკ ლონდონი.

დაიღუპა უამრავი ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 400 000–იანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი. მიუხედავად ასეთი მოვლენებისა, სან ფრანცისკოს აღდგენა გასაოცრად მოკლე ვადებში მოხერხდა. სპეციალისტები  დამანგრეველ მიწისძვრას 2100 წლამდე ელიან! :(

დეტროიტი, აშშ

დეტროიტის მოსახლეობა 1950 წლიდან მოყოლებული სამჯერ შემცირდა დღეს მისი რაოდენობა 950 ათასია. გამოთვლების მიხედვით, 2030 წლისათვის, ქალაქში უმუშევრების პროცენტული მაჩვენებელი 10%-ს მიაღწევს.

ეს ტენდენცია კი, დააჩქარებს ქალაქის დაცლას და საბოლოოდ, მის ,,ქალაქ-მოჩვენებად” გადაქცევას.

ვენეცია, იტალია

არხების ქალაქი იძირება უკვე მთელი ათასწლეულია, მაგრამ ბოლო ასწლეულში მიწის მოძრაობის სისწრაფე გაიზარდა. ბოლო 100 წლის მანძილზე, ვენეციამ 24 სანტიმეტრით დაიწია დაბლა. ქალაქის მმართველობა აცხადებს, რომ აქვს გეგმები, რაც შეაჩერებს ქალაქის ჩაძირვას. თუმცა, არავინ იცის, რამდენად იმოქმედებს ეს გეგმა.

ვენეცია განუმეორებელი ქალაქია, რომელიც უკვე 400 წელია მყარად და ნირშეუცვლელად დგას… მაგრამ დრო და წყალი არღვევს მათ მოჩვენებით სიმტკიცეს. იგი ნელ-ნელა იძირება წყალში, ყოველ წელიწადს მეოთხედი სანტიმეტრით.

მეხიკო, მექსიკა

მეხიკო წყალზე ტივტივებს. ქალაქი წყლის დიდ მასაზე დგას, რომელიც, ამავე დროს, ქალაქის ძირითადი წყალმომარაგების წყაროა. ყოველთვის, როცა 20 000 000 მცხოვრები წყალს სვამს, ქალაქი თანდათან დაბლა ეშვება.

მეცნიერთა გათვლების თანახმად, 100 წლის მანძილზე მეხიკო 9 მეტრით დაიწევს დაბლა, თუმცა სულ ეს არაა. ყველაზე დიდი რპობლემა სასმელი წყალია, რომელიც ქალაქის დაბლა დაწევასთან ერთად მოიკლებს და გათავდება. იზრდება მეხიკოს მოსახლეობა, მაგრამ მცირდება წყლის მარაგი. ეს კი დიდი საფრთხეა.

ნეაპოლი, იტალია

ვულკანმა ვეზუვმა გაანადგურა პომპეი ჩვენს ერამდე 79 წელს და იგივე ემუქრება ნეაპოლსაც. როგორც ცნობილია, ეს ვულკანი100 წელიწადში ერთხელ იღვიძებს. უკანასკნელად იგი 1944 წელს ამოიფრქვა.

ვეზუვი მდებარეობს სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლთან ახლოს. თუმცა, ნეაპოლის გარდა, ვეზუვი საფრთხეს უქმნის ე.წ. ,,წითელ ზონაში” მცხოვრებ 4 მილიონზე მეტ ადამიანს. ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევაში ნეაპოლი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მთლიანად განადგურდება.

დღეს ნეაპოლი მესამე მჭიდროდ დასახლებული ადგილია მთელ იტალიაში, რომისა და მილანის შემდეგ, ხოლო მეთხუთმეტე მთელ ევროპაში. ნეაპოლის მოსახლეობა 3.8 მილიონს შეადგენს.

ცნობისათვის:  ნეაპოლი ცნობილია მდიდარი ისტორიით, ხელოვნებითა და კულტურით. ქალაქი განლაგებულია ორ ვულკანურ არეას შორის: ვეზუვის მთასა და ფელეგრინის ველებს შორის, ნეაპოლის ყურეში.

ტიმბუქტუ, მალი

გაუდაბნოება ყოველთვისაა იმ ქვეყნებისა და ქალაქების დიდი პრობლემა, რომლებიც საჰარის უდაბნოს მახლობლად მდებარეობს.

ყველაზე დიდი საფრთხე ამუქრება ქალაქ ტიმბუქტუს. ქალაქი 1000 წლისაა და იგი ისლამური ცივილიზაციის დიდი ცენტრი იყო 15-16 საუკუნეებში. მალიში გარკვეულ ღონისძიებებს ატარებენ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, თუმცა ქალაქის ნაწილი უკვე ქვიშითაა დაფარული და პროცესი გრძელდება.

 

About these ads