როგორც ვიცით, წინასააღდგომოდ, წითელ პარასკევს, ყველა მართმადიდებელ ოჯახში კვერცხი მზის ჩასვლამდე წითლად უნდა შეიღებოს. წითელი, სააღდგომო კვერცხის შეღებვის რამდენიმე მეთოდი არსებობს: ენდრო, ხახვის ფურცლები, კულინარიული საღებავი, ფუნჯებით მოხატვა.. ყველაზე მარტივი მეთოდი ხახვის ფურცლებით შეღებვაა, თუმცა დიასახლისთა უმეტესობა, ამ ბოლო პერიოდში, ძალასა და ღონეს არ იშურებს (ზოგჯერ ღამესაც კი ათევს), რომ სააღდგომო სუფრა უფრო მეტად ორიგინალური გახადოს.  ეს ორიგინალურობა მათ ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ფერად-ფერადი და  სხვადასხვა ნახატებით გაფორმებული სააღდგომო კვერცხები მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ. და, ზოგჯერ, მათი „გატეხვა“ და დაგემოვნებაც კი დაგენანება :)

About these ads