968505-R3L8T8D-650-0_7be2a_ea033ac9_xl

В СССР секса нет! – ეს ”ფრთიანი” ფრაზა პირველად 1986 წელს ტელევიზიით გავრცელდა და საბჭოთა კავშირში არსებულ სიტუაციას ასახავდა. თუმცა დაზუსტებით ვერავინ იტყვის, იყო თუ არა სექსი და ეროტიკა საბჭოთა კავშირში, თუმცა ცხადია რომ იყო, მაგრამ როგორი? ეს უკვე კვლევის თემაა.  საბჭოთა კავშირში სიყვარულის განმარტების ერთ-ერთი პუნქტი ასეთია: ”სიყვარული უნდა იყოს მონოგამიური…”

საბჭოთა კავშირის სიყვარულსა და სექსზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს და ამიტომ, სჯობს შემდეგი პოსტისთვის შემოვინახო, თუმცა ვიდრე საქმეზე გადავალ და საბჭოთა კავშირისდროინდელ ეროტიულ ხელოვნებაზე გეტყვით რამდენიმე სიტყვას, არ შემიძლია ერთი მაგალითი არ მოვიყვანო და პარალელი არ გავავლო საქართველოსთან.

«Выдержки из книги по домоводству, изданной в 60-х годах в СССР:«…Выдолжны помнить, что к приходу мужа со службы нужно готовитьсяежедневно. Подготовьте детей, умойте их, причешите и переоденьте в чистую, нарядную одежду. Они должны построиться и приветствовать отца, когда он войдет в двери. Для такого случая, сами наденьте чистый передник и постарайтесь себя украсить – например, повяжите в волосы бант. В разговоры с мужем не вступайте, помните, как сильно он устал, и начто ему приходится идти каждодневно на службе, ради вас – молча накормите его, и, лишь после того, как он прочитает газету, вы можете попытаться с ним заговорить».И оттуда же, из части «Советов для мужчин»: «После совершения интимного акта с женой, вы должны позволить ей пойти в ванную, но следовать за ней не нужно, дайте ей побыть одной. Возможно, она захочет поплакать.»

სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის ეს გადმონაშთი დღემდე ამახინჯებს ქართველების წარმოდგენებს სექსუალურ ცხოვრებაზე. ხშირად ხდება რომ პარტნიორები მორცხვობისგან თავს იკავებენ და თავიანთ სექსუალურ წარმოსახვებს ბლოკავენ პარტნიორთან. მათ არ ესმით რომ თავისუფლება სექსში ეს ჩვეულებრივია. მგონია რომ მოქმედება საწოლში ეს ორი ადამიანის კუთვნილებაა, რომელზეც არ უნდა ისაუბრო საჯაროდ (თუ ეს საუბარი დამატებით სიამოვნებას არ განიჭებს), თუმცა შეგიძლია გააკეთო ის რაც მოგწონს და მოსწონს შენს პარტნიორსაც.

სამწუხაროდ ეს წლების განმავლობაში ტაბუდადებული თემა იყო და საჯაროდ ამ თემაზე საუბრისგან დღესაც თავს არიდებენ.

შესაძლოა, მე, რომელიც ვფიქრობ რომ აქ მოსარიდებელი არაფერია, ყველასთან ვერც ვისაუბრო აღნიშნულ თემაზე, თუმცა მცდელობა იმისა, რომ ”მორცხვი” საზოგადოება გამოფხიზლდეს ეს თავის კვალს დატოვებს..  რატომ ვუწოდე საზოგადოებას ”მორცხვი” (რა თქმა უნდა მთელ საზოგადოებას არ ვგულისხმობ), იმიტომ, რომ სწორედ ამ საზოგადოების ნაწილი, დახამებული (უკაცრავად გამოთქმისთვის) გადადის საქართველოს საზღვარს და იქ იწყებს სექსუალურ განათლებას, ხშირ შემთხვევაში ფერადკანიანებთან. მიხვდებით ალბათ რატომაც…

ჰო, სიტყვა გამიგრძელდა და გადავალ საქმეზე. სინამდვილეში ჩემი პოსტის თემა არის მოგითხროთ საბჭოთა ფოტოხელოვანზე-რიმონტას დიხავიჩუსზე, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც კი განსხვავებულად აზროვნებდა და ეროტიკაში ხედავდა ”სხვა” სილამაზეს. ის ამბობს: ”ქალები-ადამიანები არ არიან, ისინი სხვა ქმნილებებია”

რიმონტას დიხავიჩუსი-საბჭოთა ფოტოგრაფი და ბუნებით რომანტიკოსია.  სწორედ რომანტიკოსობამ გახადა ის პირველი ფოტოხელოვანი, რომელმაც ქალების სილამაზე ფოტოებით გადმოსცა. საავტორო ალბომს «Цветы среди цветов» ერქვა და წარმოდგენილი იყო წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე 1987 წელს მოსკოვში. კრებულის გამოცემამ ბომბის გავარდნის ეფექტი მოახდინა.

რიმონტასი იხსნებს: ”ტოტალური ცენზურა იყო. ეს თემა აკრძალული იყო და არც ერთი მსგავსი შინაარსის წიგნი არ მოხვდა გამოფენაზე. და უცებ, საბჭოთა პერიოდში გამოჩნდა საოცრება.  შემდეგ ალბომმა კულუარებში გადაინაცვლა,  ჩემდა გასაკვირად, თავს არ მესხმოდნენ. იყო იმდენად დიდი გაკვირვება, რომ კრიტიკისთვის არ ეცალათ”.

საერთაშორისო ექსპერტები გაოცებულნი იყვნენ საიდან შეიძლებოდა ასეთი დახვეწილი გემოვნების ნამუშევარი გამოჩენილიყო ქვეყანაში, სადაც თემა დახურული იყო 70 წლის განმავლობაში.

ფოტოხელოვანი შემოქმედებითი წვის პროცესში ასე ღმად არ წასულა. ის მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ პოეტური ნამუშევრები შეექმნა წარმავალ სილამაზეზე.

ფოტოხელოვანი ოჯახთან ერთად სტალინის მთავრობამ ციმბირში გადაასახლა. სადაც ის მოხვდა სპეციალურ ბავშვთა ლაგერში სახელწოდებით-”ხალხის მტერი”. თუმცა ის არ გაბოროტებულა, ყველგან და ყველაფერში სილამაზეს ეძებდა.

”დღეს სილამაზე უნდა გადაარჩინოთ. ეს სხვებსაც უნდა გადასცე, მხოლოდ ასე შევძლებთ სილამაზის გადარჩენას”-ამბობს ფოტოხელოვანი.

პიარსკოლაც უერთდება სილამაზის გადაცემის იდეოლოგიას და ფოტოხელოვან  რიმონტასის ფოტოებს გთავაზობთ ალბომიდან «Цветы среди цветов» და გამოფენიდან «Красота без гламура?», რომელიც XX-XXI საუკუნეების რუსეთის ნუდისტურ ფოტოხელოვნებას წარმოადგენს.

ფოტოების დათვალიერებისას, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ნამუშევრები ერთი ამოსუნთქვითაა შექმნილი, თუმცა სინამდვილეში ავტორი მათზე წლების განმავლობაში მუშაობდა.

ხელოვნებთმცოდნე ტატიანა იასინსკაია აღნიშნავს: ”თითქოს ის მოდურ თემებზე მუშაობს, მაგრამ შეიძლებას თემას მოდური დავარქვათ, მაშინ, როცა ხაჭოს შეფუთვაზეც კი ნახევრად შიშველი ქალია გამოსახული?! ეს უბრალოდ დაცინვაა ხელოვნების. რიმონტასი ფიქრობს, რომ ქალები ადამიანები კი არა, სხვა ქმნილებები არიან”.

ამის გამო ფოტოხელოვანმაც განაცხადა ერთხელ, რომ წმინდა შემოქმედება იმდენად გაუბრალოვდა, რომ სფეროს თავს დაანებებდა.

მისი ნამუშევარი «Цветы среди цветов» დღემდე ითვლება კლასიკად NU ფოტოხელოვნების სამყარაში.

სილამაზის აღქმა ყველას სხვადასხვანაირად შეუძლია და ის ხელოვნებასთანაა კავშირში. მიმაჩნია რომ ეროტიკაც და სექსიც ხელოვნებაა.

და კიდევ მადლობა რომ საბჭოთა კავშირის აღზევების დროს არ დავიბადე, თორემ განსხვავებული აზრისთვის მეც რიმონტასის და სხვათა მსგავსად ციმბირში გამასახლებდნენ, თუ იმ დროს არ მქნებოდა განსხვავებული აზრი?!

არ ვიცი.

967405-R3L8T8D-550-rdbab-43

967505-R3L8T8D-550-c5ac5cd6031b

967555-R3L8T8D-650-1-1

967605-R3L8T8D-550-1335508279_1334923426_38

967655-R3L8T8D-650-yX6zGzbltlooprk7xvArGujwo1_1280

967705-R3L8T8D-650-tumblr_mjyzeu3m5L1qa0onxo1_1280

967755-R3L8T8D-650-3

967805-R3L8T8D-650-Rdbab-14

967905-R3L8T8D-650-Rdbab-65

967955-R3L8T8D-550-Rdbab-74

968055-R3L8T8D-550-tumblr_m2x3nllPTj1qa95wro1_500

968105-R3L8T8D-650-1335508161_1334923332_18

968155-R3L8T8D-550-Rdbab-84

968255-R3L8T8D-650-Rdbab-51

968305-R3L8T8D-550-1

968355-R3L8T8D-550-2013-08-0712.12.26

968405-R3L8T8D-650-Rdbab-20-1

968455-R3L8T8D-650-tumblr_mdgvyrBb7e1qzdcexo1_500

968555-R3L8T8D-650-ROCAS1

968605-R3L8T8D-550-2

968655-R3L8T8D-650-4

968805-R3L8T8D-650-6

968855-R3L8T8D-650-7

970405-R3L8T8D-650-8

972705-R3L8T8D-650-36384d1afb43

მოამზადა ხატია ალფაიძემ

About these ads