კურსის მიზანია, მსმენელების მიერ პროექტების ეფექტური მენეჯმენტის კონცეფციისა და თანამედროვე ტექნიკის სრულყოფილი ათვისება, თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

კურსი საშუალებას მისცემს მსმენელებს, ჩამოაყალიბონ მიზნები და განახორციელონ კონრეტული ამოცანები.

პროგრამა განიხილავს სტრატეგიულ მენეჯმენტს, პროექტის რაობას, შინაარსს, მთავარ წყაროებს, მართვის ეტაპებს, მიზნებსა და ამოცანებს, დროისა და დანახარჯების დაგეგმვას, რისკების მართვას, პროექტზე პასუხისმგებელი გუნდის ჩამოყალიბებას, მათ მოტივირებას, ადამიანურ რესურსებსა და კომუნიკაციის საშუალებებს, შესყიდვებს, პროექტის შეფასების კრიტერიუმებსა და მეთოდებს.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

• პროექტის მიზნების განსაზღვრა
• პროექტის დაგეგმვის მეთოდები
• რესურსების შეფასება: ფინანსები, შრომა, დრო, მასალები, ენერგია, აქტივები, სივრცე და ა.შ.
• პროექტის შეზღუდვების ანალიზი
• პროექტის რისკების შეფასება და მინიმიზაცია
• მიზნების მიღწევის ალტერნატიული გზები
• გადაწყვეტილების მიღების პრინციპები და ტექნიკა
• პროექტის ეფექტიანი მენეჯმენტისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები
• პროექტის ეფექტიანობის განსაზღვრა
• პირდაპირი და არაპირდაპირი კავშირი პროექტის რესურსებსა და შედეგის ხარსიხს შორის
• პროექტის სამოქმედო გეგმიდან გადახვევის რისკების მინიმაზია
• მენეჯერული ინფორმაციის ანალიზის ტექნიკა და პრაქტიკაში გამოყენების მეთოდოლოგია
• პროექტის მართვისას სხვადასხვა მენეჯერული მიდგომებისა და სტრატეგიების დიფერენციაცია
• ქართული რეალობის შესაბამისობა პროექტების ეფექტიანი მენეჯმენტის საერთაშორისო პრაქტიკასთან

კურსი გათვლილია როგორც ბიზნესის, აგრეთვე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების მაღალი და შუა რგოლის მენეჯერთათვის.

კურსის მიმდინარეობის პარალელურად მსმენელები მოამზადებენ რეალური პროექტების გეგმებს. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კი გადაეცემათ გაუ თბილისის პიარ სკოლის სერტიფიცირებული დიპლომი.

განრიგი

კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა, 40 საათი

ლექციის ხანგრძლივობა: 3 საათი

ლექციების ჩატარების დღე და საათი: სამშაბათი, ხუთშაბათი – 18:30 -21:30 შაბათი – 12:00 – 15:00

პირობები:

კურსის ღირებულება: 560 ლარი

კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს Register Now -სა და საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით.

ტრენერი

ალექსანდრე მარგიშვილი – 15 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვასა და მარკეტინგში. 2007 – 2008 წლებში თიბისი ბანკის პროექტების ფინანსირების ჯგუფის ხელმძღვანელი.
ასევე გახლდათ სერმას აღმასრულებელი დირექტორი. 

ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია ICEBERG -ის

პროექტების მენეჯერი

Advertisements