გაუ–თბილისის პიარ სკოლის შექმნის იდეა თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაიკო ძირკველიშვილს და ჯეპრას დამფუძნებლებს 2006 წლის ოქტომბრის ბოლოს გაგვიჩნდა. ამ იდეის ხორცშესხმისას, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი გვამოძრავებდა: პირველი და, ალბათ, უმთავრესი  ჩვენს ქვეყანაში პიარის, როგორც პროფესიის სრულყოფილი განვითარება და პროფესიონალი კადრების მომზადება იყო. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ იმ პერიოდისათვის არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები და არსებული სპეციალიზებული კურსები ვერ აკმაყოფილებდა ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. ამასთან, ჩვენს კომპანიასა თუ ჩვენ პარტნიორ კომპანიებში დასაქმებული პიარისა და მომიჯნავე დარგების სპეციალისტების დაგროვილმა გამოცდილებამ, თეორიულმა ცოდნამ და პრაქტიკაში მისმა გამოყენებამ დაგვარწმუნა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე მიდგომებზე აგებული სპეციალიზებული კურსი – ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები, სადაც მსმენელებს პიარის სპეციალისტებისათვის ყველა აუცილებელ სფეროზე შევუქმნიდით წარმოდგენას. თეორიული მასალებისა და პრაქტიკული, ქართულ რეალობაში განხორციელებული სავარჯიშოების მეშვეობით, უკეთესად გავაცნობდით პროფესიის ყველა მნიშვნელოვან დეტალს.

2006 წლის დასასრულს ერთობლივი პროექტის განხორციელების სურვილით მივმართეთ ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტს (გაუ). გაუ-ს ხელმძღვანელობამ მოიწონა პროექტი და, თავის მხრივ, შემოგვთავაზა პარტნიორობა ამ საქმეში. 2007 წლის აპრილიდან გაუ-თბილისის პიარ სკოლა ოფიციალურად ფუნქციონირებს. დღიდან დაარსებისა, პიარ სკოლას ორ ასეულზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.2010 წლიდან, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის პარალელურად, გაიხსნა სხვადასხვა ტიპის სასწავლო კურსებიც, როგორებიცაა სოციალური მედია – ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში, Government 2.0. – საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე მეთოდი საჯარო უწყებებისთვის და კრეატიული მარკეტინგი – მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვნება. 

უახლოეს მომავალში აღნიშნულ კურსებს დაემატება ბრენდ-ბილდინგი, მომხმარებელთა ქცევა, გაყიდვები, საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება დ.ა.შ.

__________________________________

მისია/ხედვა

გაუ–თბილისის პიარ სკოლა პრაქტიკოსი, წარმატებული პროფესიონალი ლექტორებით  დაკომპლექტებული სასწავლო დაწესებულებაა, სადაც დასავლური სტანდარტების შესაბამისი მაღალი დონის ინოვაციური და სპეციალიზებული განათლების  მიღებისათვის მსმენელთათვის ყველა პირობა არის შექმნილი.

გაუ-თბილისის პიარ სკოლის მისიაა საქართველოში პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სწავლების ინოვაციური და თანამედროვე მიდგომების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური მიღწევების დანერგვა–განხორციელება და ამ დარგში მაღალი დონის პროფესიონალური კადრების მომზადება.

________________________________________

‘თბილისის პიარ სკოლის” ძირითადი უპირატესობები:

  • წარმატებული პრაქტიკოსებისაგან შემდგარი ლექტორების გუნდი
  • თანამედროვე პიარის ქართულ ბაზარზე აპრობირებული ტექნოლოგიების სწავლება
  • ყველა იმ დარგის სწავლება, რომლის ცოდნაც დასჭირდება პიარ მენეჯერს პრაქტიკაში
  • 60% თეორია, 40% პრაქტიკული მეცადინეობა
  • ერთ-ერთი ყველაზე იაფი სასწავლო კურსი, რომლის ღირებულებასაც პიარ მენეჯერი ერთი თვის ხელფასით აანაზღაურებს.
  • გადახდის მოქნილი ფორმა

დამფუძნებლები:


gepra geo_jpg‘პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ”ჯეპრა”

„ჯეპრა“ – პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანიაა, რომელიც 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე და დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მომუშავე კერძო დამოუკიდებელ საკონსულტაციო ორგანიზაციას წარმოადგენს.

ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი

logoქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) 2005 წლის თებერვალში დაარსდა. უნივერსიტეტი ბიზნესისა და სამართლის სკოლებს აერთიანებს, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ საერთაშორისოდ აღიარებულ ბიზნეს და იურიდიულ განათლებასა და ხარისხის მიმნიჭებელ კვალიფიციურ პროგრამებს. გაუ–ს მიზანია მოამზადოს სტუდენტები მზარდი საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობის განვითარებისათვის.

მაია ძირკველიშვილი – სს “თიბისი ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი 2001 წლიდან დღემდე.

ჩამოაყალიბა პიარის სამსახური თიბისი ბანკში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; 2004 წელს დაამთავრა “ლონდონის პიარ სკოლა” (LSPR). იყო პიარის მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კომუნიკაციების და მედია-მენეჯმენტის კურსებზე.