ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

 ეფექტური კომუნიკაციის სასწავლო კურსი

მიზნად ისახავს თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებისათვის კომუნიკაციური უნარ-ჩვევების შემუშავებას, კომუნიკაციის ეფექტურობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორების გაანალიზებას და იმ ტექნიკების გაცნობას, რომლებიც დაეხმარება სტუდენტებს მიაღწიონ დასახულ მიზანს კომუნიკაციაში.

მარკეტინგი

მარკეტინგის კურსის მიზანია, თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებს გააცნოს მარკეტინგის საფუძვლები  და განსაზღვროს მარკეტინგის როლი ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების და პიარის დარგში.

მარკეტინგული კვლევები

მარკეტინგული კვლევების სასწავლო კურსი მიზნად ისახავს თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებს გააცნოს კვლევითი საქმიანობის პრაქტიკული საჭიროება, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ნებისმიერი პროგრამის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ერთ–ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს. კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან კვლევის სხვადასხვა ინსტრუმენტებსა და ტექნიკებს. შეიტყობენ როგორ აიცილონ თავიდან გავრცელებული შეცდომები კვლევის სხვადასხვა ეტაპზე.

 პიარი

კურსის მიზანია თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებისათვის პიარის, როგორც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის, საფუძვლების სწავლება.

თანამდროვე პიარ-კომუნიკაციების ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გაცნობა და ყველა იმ საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება, რომელიც დაეხმარებათ მომავალში პიარ-მენეჯერის ფუნქციების წარმატებით შესრულებაში.

ამ კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ექნებათ პიარის თეორიისა და ტექნოლოგიების შესახებ ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავადვე ჩამოაყალიბონ პიარ-სამსახური, განსაზღვრონ და წარმატებით განახორციელონ პიარ-სამსახურის ფუნქციები.

 მედია დაგეგმარება

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებს განუმარტოს რეკლამის მნიშვნელობა, მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევის კრიტერიუმები, რეკლამის სტრატეგია და დაგეგმვა, რეკლამის შექმნის პრინციპები, მედია საშუალებები, კვლევების შედეგად მიღებული მონაცემთა დამუშავება და მის საფუძველზე მედია დაგეგმვა, სარეკლამო სააგენტოს შერჩევის და მასთან ურთიერთობის პრინციპები.

ივენთ-მენეჯმენტის სასწავლო კურსი

მიზნად ისახავს თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებისათვის საკომუნიკაციო ღონისძიებების მნიშვნელობისა და მათი ორგანიზებისათვის საჭირო ცოდნისა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

მედიამენეჯმენტი

კურსის მიზანია თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებისათვის ყველა იმ საჭირო ინფორმაციისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება, რომელიც დაეხმარებათ მომავალში პიარ-მენეჯერის ფუნქციების შესრულებისას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებაში.

_________________________________________

 განრიგი

კურსის ხანგრძლივობა:  3 თვე
ლექციის ხანგრძლივობა:  კვირაში სამჯერ, 3 საათი

_____________________________________________

 პირობები

 თბილისის პიარ სკოლა ორ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზეა გათვლილი. პირველ ჯგუფში ორგანიზაციებში დასაქმებული პიარ მენეჯერები შედიან. მეორე ჯგუფში კი სტუდენტები და პიარის შესწავლით დაინტერესებული საზოგადოება.

სრული კურსის ღირებულებაა 1100 ლარი, თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც 3 ეტაპიანი გადახდის გრაფიკით, ასევე  სტუდენტური სესხის გამოყენებითაც.

_____________________________________________

ძირითადი უპირატესობები

კურსი ”პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები”

  • წარმატებული პრაქტიკოსებისაგან შემდგარი  ლექტორების გუნდი
  • თანამედროვე პიარის ქართულ ბაზარზე აპრობირებული ტექნოლოგიების სწავლება
  • ყველა იმ დარგის სწავლება, რომლის ცოდნაც დასჭირდება პიარ მენეჯერს პრაქტიკაში
  • 60% თეორია, 40% პრაქტიკული მეცადინეობა
  • ერთ-ერთი ყველაზე იაფი სასწავლო კურსი, რომლის ღირებულებასაც პიარ მენეჯერი ერთი თვის ხელფასით აანაზღაურებს
  • გადახდის მოქნილი ფორმა
  • პიარ კლუბი
  • 3 საუკეთესო სტუდენტს ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეომენდაციო წერილი
  • მინი კურსების შეძენის საშუალება
  • პიარ კლუბის წევრის რეკომენდაციით მოსულ სტუდენტს 10%-იანი ფასდაკლება

_____________________________________________

ტრენერები 

ანდრო მეტრეველი– ბრენდინგის საფუძვლებიედბრენდის დირექტორი. სარეკლამო ბიზნესში 1995 წლიდან მოღვაწეობს. 2004 წლიდან სპეციალიზდება ბრენდინგში. მისი განხორციელებულია ვისოლის, ბტა სილქ როუდისა და ოპტიმუმის რედიზაინინგისა და რებრენდინგის პროექტები.andro@adbrand.ge
მაია ძირკველიშვილი – პიარი6 წლიანი გამოცდილება პიარში.
თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ჩამოაყალიბა პიარის სამსახური თიბისი ბანკში.
2004 წელს დაამთავრა “ლონდონის პიარ სკოლა” (LSPR)

 

ზვიად ქორიძე– მედია დაგეგმარება19 წლიანი მუშაობის გამოცდილება ჟურნალისტიკაში, მათ შორის ბეჭდვით მედიაში, ტელევიზიასა და რადიოში.
ლალი გიგაშვილი – მარკეტინგიმუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. სინერჯი ჯგუფის ლიდერთა სკოლის აღმასრულებელი დირექტორი. მუშაობდა სინერჯი ჯგუფში და სერმაში კონსულტანტად მარკეტინგის მიმართულებით. კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგისტრი.
დავით აბურჯანიძე – მედია–დაგეგმარებამუშაობის 8 წლიანი გამოცდილება კომპანიებში: IREX, IPM, Unicef, Proline, არასამთავრობო ორგანიზაციაში. 2007 წლიდან სარეკლამო სააგენტო TBC TV –ის მედია აღმასრულებელი.
კახა მაღრაძე– ივენთ-მენეჯმენტი ჯეპრას დირექტორი. მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. განხორციელებული აქვს ბორჯომის 10 წლის იუბილეს, თიბისი ბანკის სათაო ოფისის გახსნის, მინი ოლიმპიადის და კიდევ შვიდი ათეული პრეზენტაცია და ივენთი.kakha@gepra.ge
მაკო ჯაოშვილი– ივენთ-მენეჯმენტი10 წლიანი გამოცდილება ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში.
მუშაობდა კომპანია “ნიკორას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
ამჟამად “ბოულინგ ცენტრალის” მმართველი დირექტორია.
მარინა იმერლიშვილი – მარკეტინგული კვლევებისაქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება. ნამუშევარია სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორების კვლევებზე. კვლევითი კომპანია ARC–ს დამფუძნებელი და დირექტორი.
სოსო გალუმაშვილი– ბითიელი ჯეპრას დამფუძნებელი. მუშაობდა საგაზეთო და სატელევიზიო მედიაში, საბანკო სექტორში პიარ მენეჯერის თანამდებობებზე. soso@gepra.ge.
თეა გველესიანი– ეფექტური კომუნიკაცია საერთაშორისო ტრენერი პარტნიორები საქართველოდან. 12 წლიანი გამოცდილება ეფექტურ კომუნიკაციებში, კონფლიქტების მართვაში და მედიაციაში.
ალექსანდრე მარგიშვილი – მარკეტინგი14-წლიანი გამოცდილება მენეჯმენტში და მარკეტინგში.
თიბისი ბანკის პროექტების ფინანსირების ჯგუფის ხელმძღვანელი.
სერმას აღმასრულებელი დირექტორი.
გიგა გოგიჩაიშვილი– მედია-დაგეგმარება კომპანია ედბრენდის დამფუძნებელი. ბისტროების ქსელის – 2 ლულას მეპატრონე. სარეკლამო ბიზნესში მოღვაწეობის 16 წლიანი გამოცდილება.
  მაია ასათიანი– მედიასთან ურთიერთობა “დროების” ჟურნალისტი.
15 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში.
ნამუშევარია ტელეჟურნალისტიკის თითქმის ყველა მიმართულებაზე, როგორც წამყვანად, ისე კორესპონდენტად.
იყო “ინტერნიუსის” მოწვეული ტრენერი.
______________________________________________.jpg თამუნა ზაქარიაძე – ივენთ–მენეჯმენტითიბისი ბანკის ივენთ–მენეჯერი. 4 წლიანი გამოცდილება ივენთებში.
დოდი ხარხელი – სოციალური მედიასოციალური მედიის ექსპერტი, ინტერნეტ–მარკეტინგის სპეციალისტი. 2005 წლიდან ბლოგერი. პირვლი ქართული სოციალური ქსელის face.ge-სა და ქართული ბლოგ–კატალოგის blogroll.ge-ს ერთ–ერთი შემქმნელი. www.dodka.ge
ოთარ ქირია – მარკეტინგული გეგმასამუწყებლო კომპანია რუსთავი2–ის წამყვანი. ასევე კომპანია Sinteks UK-ის საქართველოში წარმომადგენლობის მმართველი დირექტორი. გააჩნია მედიაში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. ასევე ბიზნეს, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში საზოგადოებასთან ურთიერთობის 8 წლიანი გამოცდილება.
თინათინ სამყურაშვილი – სოციალური მედიაპიარ სკოლის მენეჯერი. 2009 წლიდან ჯეპრას სოციალური მედიის ხელმძღვანელი. tiko@gepra.ge

_______________________________________

 

 

 

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

პიარსკოლის ალბომი_25.04.16-30.07.16

More Photos

TOP.GE

%d bloggers like this: