მარკეტინგი

”მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს მარკეტინგის როგორც ფუნქციის მნიშვნელობა ორგანიზაციაში და მიაწოდოს საკმარისი ცოდნა იმისათვის რომ მათ შესძლონ მარკეტინგული ინფორმაციის წაკითხვა, მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება და ქმედებების დაგეგმვა.

კურსი მოიცავს მარკეტინგის საფუძვლების ზოგად გაცნობას. სწავლების პორცესში ძირითადი აქცენტი კეთდება ქართული ბიზნეს რეალობაში არსებული ქეისების ანალიზზე და აქვს მაქსიმალურად პრაქტიკული ხასიათი. თითოეული თემა უზრუნველყოფილია შესაბამისი გახმაურებული ქართული ქეისით, რომელსაც სტუდენტები მანამდე იცნობდნენ მომხმარებლის კუთხიდან.”

ლალი გიგაშვილმა 2002 წელს დაასრულა ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2004–2008 წლებში იყო კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგისტრი (CSB)

2005 – 2006 წლებში მოღვაწეობდა სერმაში (CERMA) კონსულტანტად

2006-2008 წლებში მუშაობდა სინერჯი ჯგუფში მარკეტინგის მიმართულებით

2008- 2009 წლებში გახლდათ სინერჯი ჯგუფის ლიდერთა სკოლის აღმასრულებელი დირექტორი.

ამჟამად არის ჯიპიაი ჰოლდინგის (GPIH) გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს:

  • მარკეტინგი
  • მარკეტინგული გეგმის განვითარება
  • მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა
  • მარკეტინგული კვლევა
  • ფინანსური გეგმის შედგენა და ბიუჯეტირება
  • კომპლექსური დიაგნოსტიკა
  • გაყიდვების მენეჯმენტი
  • პროექტების მართვა
  • გაყიდვების სტიმულირება

ლალი გიგაშვილს აქვს კონსალტინგში, მარკეტინგისა და სტრატეგიის მიმართულებით მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება.