ინტერაქტიური პროექტის ფერმა 2.0-ის ფარგლებში სამსუნგის უახლესი ტექნოლოგიების ტელევიზორები ბოსელში დააყენეს. ექსპერიმენტის ავტორები იმედოვნებენ, რომ მაღალტექნოლოგიური და სუპერთანამედრივე ტელევიზორების ფერები პატივცემულ ძროხებს საშუალებას მისცემს, საკუთარი თავი ვირტუალურ სამყაროში წარმოიდგინონ, ოცნებებში იკუნტრუშონ ისეთივე მდელოებზე როგორიც ტელევიზორით იქნება ნაჩვენები და ამით წველადობის მაჩვენებლები გაზარდონ.

ვაცალოთ ექსპერიმენტს დასრულება – ნუ გააკრიტიკებთ არგუმენტების გარეშე!