თანამედროვე ეპოქაში, კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო იზრდება საზოგადოების ჩართულობა ვირტუალურ სამყაროში. სოციალური ქსელებთან ერთად, კომპიუტერთან მიჯაჭვულობას განსაკუთრებით უწყობს ხელს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ვიდეო თამაშები.
ბოლო პერიოდში, შეინიშნება საკმაოდ, საინტერესო ტენდენცია – ვიდეო თამაშების შექმნაზე დახარჯული ფულადი სახსრები,სულ უფრო და უფრო, უახლოვდება და ხშირ შემთხვევაში აჭარბებს ჰოლივუდის ფილმების ბიუჯეტს. არადა, 90-იანი წლების დასაწყისში ვიდეო თამაშების საშუალო ბიუჯეტი 100 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ერთადერთ გამონაკლისად, შეიძლება განვიხილოთ Doom, რომლის დამზადებაც 1993 წელს დეველოპერებს 200 ათასი აშშ დოლარი დაუჯდათ. ეს იყო იმ დროისთვის რეკორდული ინვესტიცია, თუმცა საკმაოდ, გამართლებული, რადგან საშინელებათა ჟანრის თამაში Doom მალევე იქცა ნამდვილ ჰიტად და იმდროინდელი გეიმერების გული მოინადირა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალ ბიუჯეტიან Top 5 ვიდეო თამაშს:

Metal Gear Solid 4 – 2008 წელი (ბიუჯეტი – 60 მილიონი აშშ დოლარი)


Metal Gear Solid 4 წარმოადგენს action/shooter (მოქმედებითი, სროლები) ტიპის თამაშს და განკუთვნილია მხოლოდ playstation 3-ს პლატფორმისთვის. ის გამოირჩევა განსაკუთრებით შთამბეჭდავი გრაფიკით და მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებული საბრძოლო სიტუაციებით. მის შექმნას დეველოპერებმა (Konami) მოანდომეს 4 წელი და მისი სრულყოფისთვის 60 მილიონი დოლარი დაიხარჯა. თუმცა ინვესტიცია აბსოლუტურად გამართლებული აღმოჩნდა, რადგან მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა ვიდეო თამაშის 3 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

Too Human – 2008 წელი (ბიუჯეტი 60 მილიონი აშშ დოლარი)


კანადელი დეველოპერების მიერ შექმნილი თამაში Too Human, რომელიც წარმოადგენს action/rpg და action/adventure ტიპის თამაშს,ბიუჯეტის მიხედვით მე-4 ადგილზეა. იგი განკუთვნილია მხოლოდ Xbox 360-ს სათამაშო პლატფორმისთვის. ვიდეო თამაშის შექმნას მოხმარდა 60 მილიონ დოლარზე მეტი, რაც გათვლილ ბიუჯეტს 10 მილიონი დოლარით აღემატებოდა. თამაში შექმნის პროცესში დეველოპერები მრავალ ტექნიკურ პრობლემას გადააწყდნენ, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ჩადებული ინვესტიციების მოცულობა. მიუხედავად თამაშის შემქმნელების თავდაუზოგავი მცდელობისა და უზარმაზარი ფინანსური ინვესტიციისა, თამაში არ იყო წარმატებული და მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მხოლოდ 560 ათასი ეგზემპლარი, რაც უმეტეს, როგორც ამბობენ, წილად დიდმა ტექნიკურმა წუნმა განაპირობა.

Shenmue – 1999 წელი (ბიუჯეტი – 70 მილიონი აშშ დოლარი)

სეგას სათამაშო პლატფორმისთვის დამზადებული ვიდეო თამაში განეკუთვნება სათავგადასავლო ჟანრს. თამაშში გამოყენებული იქნა 1999 წლისთვის რევოლუციური ტექნოლოგიები, მათ შორის ისეთი, რომელიც დღევანდელი თამაშების უმრავლსობისთვისაც კი, მიუწვდომელია. თუმცა მიუხედავად ამგვარი შესაძლებლობებისა და 70 მილიონ დოლარიანი ინვესტიციისა, პროექტი ჩავარდა – მსოფლიო მაშტაბით გაყიდულ იქნა მხოლოდ 1 მილიონი ეგზემპლარი, რამაც ვერ უზრუნველყო ჩადებული ინვესტიციების ამოღება. თამაშის წარუმატებლობის მთავარი მიზეზად მისი „ზედმეტად დახვეწილობა“ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 1999 წლის გეიმერ სამყარო არ აღმოჩნდა მზად ისეთი რევოლუციური სიახლეებითვის, როგორსაც Shenmue სთავაზობდა. მომხმარებელთა უმეტესოა ვიდეო თამაშის სრული შესაძლებლობის მხოლოდ 30 პროცენტს, თუ იყენებდა.

Gran Turismo 5 – 2008 წელი (ბიუჯეტი – 80 მილიონი აშშ დოლარი)

Gran Turismo 5 წარმოადგენს ავტორბოლებზე ლეგენდარული თამაშის მე-5 ნაწილს. თამაშში წარმოდგენილია 1000-მდე მანქანა, რომელთა სამართავი მონაცემები მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურთან. თამაში იქმნებოდა 5 წლის განმავლობაში და დეველოპერებს ის 80 მილიონი დოლარი დაუჯდათ. თამაში განკუთვნილია მხოლოდ playstation 3 პლატფორმისთვის. შემქმნელების გათვლებით, თამაშის განახლებული ვერსიის რელიზი მოხდება 2010 წლის ბოლოს.

Grand Theft Auto 4 – 2009 წელი (ბიუჯეტი – 100 მილიონი აშშ დოლარი)

Grand Theft Auto 4 – ეს არის ლეგენდარული თამაშების სერიის გაგრძელება, რომელსაც ყველაზე ძვირად ღირებული ვიდეო თამაშების რეიტინგში პირველი ადგილი უჭირავს. მისი შექმნა Rockstar North-ს 100 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა, რაც ნამდვილად, რეკორდული თანხაა ვიდეო თამაშისთვის. თამაშის დამზადებაში 4 წლის განმავლობაში ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩართული იყო. თუმცა ჩადებულ ინვესტიციაზე შთამბეჭდავი თამაშის წარმატებაა. გაყიდვების მხრივ, მან გეიმინგ ინდუსტრიის ყველა რეკორდი დაამარცხა – თამაში ოფიციალური რელიზის პირველივე კვირაში 3,7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა. და ეს ყველაფერი მხოლოდ პირველ კვირაში!!! თამაშის ასეთი წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, თამაშის მრავალრიცხოვანი ფანების დიდმა მოლოდინმა. მის გაძლიერებას Rockstar North მაქსიმალურად უწყობდა ხელს, კერძოდ, იგი პერიოდულად ამარაგებდა მომხმარებელს თამაშის ვიდე ტრეილერებით, რომლებიც ვირუსივით სწრაფად ვრცელდებოდა და ფანების მოლოდინს სულ უფრო მოუთმენელს ხდიდა. წარმატების მეორე ფაქტორად, შესაძლოა, თავად თამაშის სიუჭეტი და ლოკაცია მივიჩნიოთ. თამაშში არსებული გარემო ნიუ იორკის 100% ანალოგია, თვით ყველაზე ბნელი ჩიხების თითქმის 100% კოპირებითაც კი. და კიდევ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – თამაში შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი სათამაშო პლატფორმის მომხმარებელმა – PC, Xbox, Playstation 3.

გიორგი ალავერდაშვილი

Advertisements