Nicholas James Vujicic, დაიბადა 1982 წლის 4 დეკემბერს ავსტრალიაში, სერბული წარმოშობის ოჯახში.

ნიკი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისგან, რადგან გაურკვეველი სამედიცინო მიზეზების გამო,  მას დაბადებიდან არ აქვს არც ერთი კიდური.

უბრალოდ,  წარმოიდგინეთ  მისი ფსიქოლოგიური, მენტალური და ფიზიკური სირთულეები, რისი გადალახვაც ნიკს უწევდა მთელი ბავშვობის განმავლობაში.

თუმცა, სკოლის ასაკში ნიკმა მიიღო გადაწყვეტილება, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, არ შეგუებოდა საკუთარ მდომარეობას და მიეღწია ცხოვრებაში მაქსიმუმისთვის.

სკოლის დამთავრების შემდეგ, მან ჩააბარა უნივერსიტეტში ბუღალტერიის და ფინანსური დაგეგმარების სპეციალობაზე და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 19 წლის ასაკში ნიკმა აისრულა ოცნება და პირველად წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე. გამოსვლის მთავარი თემა იყო  “როგორ დავძლიოთ ცხოვრების სირთულეები და დავაფასოთ ის რაც გაგვაჩნია”.

გამოსვლებს ნებისმიერ აუდიტორიაზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა შეეძლო, რადგან მსმენელები ხედავდნენ ცოცხალ მაგალითს ნიკის სახით.

არ ვაპირებ თავი მოგაბეზროთ იმის შესახებ წერით, თუ რას და რა ფორმით ამბობს ნიკი თავის გამოსვლებში. უბრალოდ უყურეთ ამ ვიდეოს და არ მოგერიდოთ ემოციების გამოხატვა და ცხვირსახოცის მომარჯვება ცრემლების მოსაწმენდად (:

ამჟამად,  ნიკი არის არაკომერციული ქრისტიანული ორგანიზაციის დირექტორი, ამასთან იგი დაკავებულია მქადაგებლობით და მამოტივირებელი გამოსვლებით ფართო აუდიტორიის წინაშე, რომელთა ძირითადი თემა არის ინვალიდობა, მისგან გამოწვეული სირთულეების დაძლევა და ცხოვრების საზრისის ძიება.

 

უბრალოდ დაკმაყოფილდით იმით რაც გაქვთ, მოეშვით წუწუნს და ყველაფერი კარგად იქნება!

გიორგი ალავერდაშვილი

სიახლე პიარ სკოლაშკურსი ”კრეატიული მარკეტინგი – მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვნება”