უმრავლესობა სტილისა და გემოვნების მიხედვით ირჩევს სუნამოს. ერთი შეხედვით, ამ ვითომ უმნიშვნელო დეტალს ძალიან ბევრის თქმა შეუძლია!  ამავე დროს შეცვლაც… რატომ შეცვლა???  სურნელმა შესაძლოა შეცვალოს თქვენი გარშემომყოფთა განწყობა, თქვენ წარმოდგინეთ თქვენდამი განწყობაც კი…  სურნელი შეიძლება სიმპათიის ან ანტიპათიის გამომწვევი მიზეზიც  გახდეს!

სუნამო, რომელსაც გაკრვეული პერიოდის განმავლობაში  ვიყენებთ, თქვენს სავიზიტო ბარათს წარმოადგენს!

მაინც რა არის სუნამო….  სუნამო ზეთის ესენციის, არომატული ნაერთების, ფიქსატივებისა და გამხსნელებისგან შემდგარი სითხეა, რომელიც იმისათვის მზადდება, რომ ადამიანებს სასრუველი სურნელი შესძინოს. სუნამოს შექმნის ხელოვნებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. მას საფუძველი ძველ მესოპოტამიასა და ეგვიპტეში ჩაეყარა.  შემდეგ ეს ტრადიცია თუ ხელოვნება რომაელებმა და პერსილეებმა გააგრძელეს.

დღეს სუნამოს მსოფლიოში მილიონიბით მოხმარებელი ჰყავს! სუნამოსგან მიღებული შემოსავალი კი მილიარდებს ითლის. შარშან ამ მაჩვენებლის მიხედვით  ელიზაბეტ ტეილორის სუნამომ “White Diamonds” პირველი დგილი დაიკავა და ამავე  წელს შემოსავლებმა 68 მილიონ დოლარს მიაღწია.

ახალი სუნამოები – შემოდგომა 2010

Nina l’Elixir

Fan Di de Fendi

Lady Million de Paco Rabanne

Womanity de Thierry Mugler

Love, Chloé de Chloé

Rose Splendide d’Annick Goutal

Eau Duelle de Diptyque

Miss Pucci d’Emilio Pucci

Love and Tears Surrender by Kilian

Play For Her de Givenchy

Marry Me de Lanvin

Beauty de Calvin Klein


Minuit Noir de Lolita Lempicka

P.S. თქვენ რომელ სუნამოს ანიჭებთ უპირატესობას? უფრო სწორედ როგორი არომატები მოგწონთ… მოტკბო, მომწარო, გრილი, ჰაროვანი,მძაფრი, მკაცრი თუ… ეგზოტიკური, ტროპიკული… არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არჩევანი თქვენს ხასიათს უსმევს ხაზს!

სოციალური მედია ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში

სოციალური მედიის მიმდინარეობისას სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენოს განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანებმა ვებ2-ის პლატფორმა საკუთარი იმიჯის ფორმირებისა თუ პიარ კამპანიის საწარმოებლად და მიმართოს ის საკუთარი ინტერესებისა თუ კომპანიის მიზნების ეფექტურად შესრულებისკენ. მსმენელები გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რაც მათ სოციალურ მედია-ქსელებთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ. ლექციებს სოციალური მედიის ექსპერტი, 2005 წლიდან ბლოგერი, ასევე პროექტ “ნიჭიერის” ინტერნეტ-მარკეტინგის ხელმძღვანელი დოდი ხარხელი წაიკითხავს.

რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს: http://prschool.ge/geo/applicationform.php