არ ვაპირებდი ამ თემაზე წერას… უფრო სწორედ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუმცა როდესაც ეს ვნახე მინდოდა თქვენთვისაც გამეცნო…  მაგრამ როგორც ჩანს იტალიაში და… არამარტო იტალიაში  ერთ–ერთი წარმატებული ბიზნესია…

იტალიურმა კომპანიამ  Cofani Funebri, რომელიც ძირითადად დაკავებულია ჩასასვენებლების დამზადებასა და მის რეალიზებაზე, მორიგი კალენდარი გამოუშვა. ახალ კალენდარში ნახევრად შიშველი მოდელები მონაწილეობენ…

2011 წლის კალენდარი…

2010 წლის კალენდარი  არც ისე გაშიშვლებული, მაგრამ  არანაკლებ პროვოკაციული იყო!

P.S. საინტერესოა რატომ კალენდარი??? ალბათ ამ ბიზნესთან ყველაზე დიდი კავშირი სწორედ კალენდარს აქვს… ის დღეებთან, კვირებთან  და თვეებთან ასოცირდება… და “იტალიელი მეკუბოვეც”  დროსთან შესაფერის კუბოს გვთავაზობს :)))) ეს რა თქმა უნდა ხუმრობით!🙂

Gov 2.0. საზოგადოებასთან ურთიერთობა საჯარო უწყებებში

Government 2.0. ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის, რომლის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ საჯარო უწყების საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი მეთოდიკის გამოყენება საქამიანობაში, გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები, სამოქმედო და ტაქტიკური გეგმების შედგენა, საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაზისო დოკუმენტების შედგენა, მედიასთან ურთიერთობის ახალი ტექნოლოგიები, საკომუნიკაციო მოდელისა და წარმატებულად ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა.რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.http://prschool.ge/geo/applicationform.php