ფეისბუქში ერთ-ერთ  თემაზე ატეხილმა დისკუსიებმა(მწარე-მწარე კომენტარებს ვგულისხმობ🙂 მიიპყრო ჩემი ყურადღება . თუ სექსზე და  სექსუალურ პარტნიორობაზე საჯაროდ საუბარი დასაშვებია, რა უჭირს რომ სიშიშვლეზე წეროს ადამიანმა? ამ პოსტში, რა თქმა უნდა,  სექსა და სიშიშვლეზე არ მექნება საუბარი🙂 სიშიშვლე, როგორც ხელოვნების სახეობა –  ასე მინდა წარმოგიდგინოთ…

ჩემი აზრით, სხეულზე უკეთესად, ვერაფერი გადმოსცემს ადამიანის ემოციებს

ხელოვნებაში კი შიშველ ფიგურას შემოქმედების უმაღლეს მწვერვალს უწოდებენ.
სიშიშვლე  არის ასევე ერთ-ერთი ჟანრი ფოტოგრაფიაში (ნუდი) და კინემატოგრაფიაშიც.

მიზეზი,  თუ რატომ ხატავს მხატვარი შიშველ სხეულს, არის ფორმების სრულყოფილად აღქმა.

დამოკიდებულება შიშველი სხეულისადმი განსხვავებულია სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში. აზია, ირანი და არაბეთი გამოირჩევა სხეულის „დაფარვით“. მათი აზრით, სიშიშვლე  გარყვნილება და უზნეობაა და ადამიანის (განსაკუთრებით კი მამაკაცის) გონებისა და სულის განსაცდელისგან დაცვის  მიზნით აუცილებლად დამალული და დაფარული უნდა იყოს. ეს თემა ტაბუირებულია.

ინდოეთში, რომელიც მართალია აზიის ერთ-ერთ ქვეყანას წარმოადგენს, განსხვავებული შეხედულებები აქვთ: სიშიშვლეს და თავისუფალ ფიზიკურ სიყვარულს, არა გარყვნილობად, არამედ აუცილებლობად მიიჩნევს.

საბერძნეთი – უხსოვარი დროიდან ადიდებდა და აფეტიშებდა შიშველ სხეულს და ხელოვნების ნიმუშად აღიარებდნენ. სწორად აღიქვამდა მის ესთეტიურ სილამაზეს.

რაც შეეხება დასავლეთს და ქრისტიანულ ქვეყნებს, მათი აზრით  სიშიშვლე ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ღმერთმა ასე შექმნა. მაგრამ ცოდვაში დაცემის შემდეგ საჭირო გახდა მისი შემოსვა. სამოსი კი  ჩვენი ცოდვების დასაფარად გვჭირდება და იმის შესახსენებლად, რომ მთავარია არა სხეული არამედ სულია.

ქალი ყოველთვის იყო და იქნება მსოფლიო ხელოვნების, მწერლობის, მხატვრობის, მუსიკის თუ სხვა ნებისმიერი დარგის შთაგონების წყარო. ქალის შიშველ სხეულს ლექსებს, პოემებს, ნახატებს, ქანდაკებებს და სიმფონიებს უძღვნიდნენ და სრულყოფილების სიმბოლოდ აღიარებდნენ.

არც ქართული ლიტერატურა, მხატვრობა თუ ხელოვნების სხვა ნებისმიერი მიმართულებაა გამონაკლისი ამ მხრივ. ქალის სილამაზის სიმბოლო და საიდუმლო მკერდია, რომლის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არა ერთი ცნობილი მხატვრის ნამუშევარში ჩანს, მათ შორის სალვადორ დალის ნამუშევრებში, რომლებშიც სურიალიზმი და ქალის ესთეტიური სილამაზე იდეალურად იყო შეხამებული – მიიჩნევდა ქართველი მხატვარი და შემოქმედი ლადო გუდიაშვილი.

ქეთი გალუმაშვილი