ბზობა იმ ერთ-ერთი მოძრავ  ქრისტიანულ დღესასწაულთაგანია, რომლის აღნიშვნის თარიღიც დაკავშირებულია აღდგომასთან. მაცხოვრის  იერუსალიმში დიდებით შესვლის ისტორია ოთხივე მახარებელს აქვს აღწერილი სახარებაში, რადგან თავისი არსით, ამ მოვლენას განსაკუთრებით დიდი დატვირთვა ჰქონდა ქრისტიანობის და ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში. ამ დღეს მაცხოვარს სრულიად იერუსალიმი მიეგება, როგორც მესიას და გადამრჩენელს, რამდენიმე დღეში კი – მათივე ხელით მოიკლა.

იერუსალიმში შემავალ, სახედარზე ამხედრებულ მაცხოვარს, იერუსალიმელები გზად ეგებებოდნენ, იხდიდნენ სამოსს და ფეხქვეშ უგებდნენ.. ანალოგიურად – ამტვრევდნენ და იყენებდნენ პალმის რტოებს.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოსურათს და ვიდეოს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ბზობის აღნიშვნას ასახავს.