გარდა იმისა, რომ “ფლეშკების” შერჩევისას, მნიშვნელოვანია მათი მეხსიერების შესაძლებლობები (512MB, 1GB, 2GB, 4GB, 8GB და 16GB), ასევე ყურადღებას იქცევს მათი დიზაინისა და ფორმის კრეატული გადაწყვეტა.

დღეს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს “პატარა” ნივთი, რომელსაც  უკვე თანამედროვე ადამიანის აქსესუარების  ჩამონათვალში არც ისე უმნიშვნელო ადგილი უკავია. არსებობს ისეთი ფლეშკები, რომლებსაც ყელსაბამის, ბრელოკის ან საათის ფორმა აქვს.

გთავაზობთ 12 ყველაზე ძვირფასს “ფლეშკას” მშვენიერი დეტალებითა და ვიზუალით, რომელიც სპეციალურად ქალბატონებისათვის შეიქმნა. მათი ღირებულება დამოკიდებულია კრისტალებისა და ძვირფასი ქვების ხარისხსა და ოქროს ან ვერცხლის შემცველობასა და რაოდენობაზე.

ნებისმიერი მათგანის შეძენა დაგეხმარებათ უკეთესად წარმოაჩინოთ თქვენი იმიჯი და გარეგნობა, აიმაღლოთ “სოციალური სტატუსი” ან თუნდაც კარგი და სასიამოვნო საჩუქრის იდეაც შეიძლება იყოს.

 ქეთი გალუმაშვილი