მინერალურმა წყალმა Perrier ახალი ინტერნეტ პროექტი SocietePerrier – ი გაუშვა, რომელიც გეგმის მიხედვით მსოფლიო მეგაპოლისებში მოდური ტენდენციების და მთავარი მოვლენების შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო გახდეს.

SocietePerrier-ი შედგება გლობალური საიტისგან, რომელსაც აქვს თითოეული ქალაქისთვის ცალკე გვერდია გამოყოფილი, ასევე გვერდი facebook, ანგარიში twitter და არხი youtube-ზე. პროექტი უკვე გაეშვა რვა მეგაპოლისისთვის – ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, მაიამი, ტორონტო, მონრეალი, მეხიკო, ლონდონი, მოსკოვი და მალე მათ რიცხვს დუბაი, სან პაულო და ტოკიოც შეუერთდება.

თითოეულ ქალაქში იმუშავებს უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი, ისინი მაქსიმალურად ოპერატიულად მოგაწოდებენ ინფორმაციას ღამის ცხოვრების, მუსიკის, მოდის, ხელოვნებისა და სხვა სიახლეების შესახებ. რუსეთში გაგზავნილ ექსპერტ-ავტორებს შორის უკვე მოხვდა გენადი იოზეფავიჩუსი, ჟურნალისტი ფილიპ მირონოვი, არტ კრიტიკოსი ვალენტინ დიაკონოვი და სხვები.

Perrierი ადამიანებს ვინც ამ საქმეს გააკეთებს „სოციალურ ჰედონისტებს“ უწოდებს – ანუ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ყველანაირი გაგებით დატკბნენ დიდ ქალაქებში ცხოვრებით.

ანი ბერუკაშვილი