საკვების ფოტოგრაფების მთავარი მიზანი ისაა, გადაიღონ ისე, რომ პოტოს ნახვისას ნებისმიერ ადამიანს გამოსახულების შეჭმა მოუნდეს.

ერთი შეხედვით ადვილია ფოტო გადაუღო კარგად მომზადებულ საჭმელს, მაგრამ სინამდვილეში არც თუ ისე იოლია, რადგან ფოტოს შეხედვისას არა მარტო ნერწყვი უნდა მოგადგეთ, არამედ გულით და სულით მოგინდეთ მისი შეჭმა.

ახლა კი, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საუკეთესო ფოტოგრაფების ათეული:

მეტ არმენდარისი

ლოს ანჯელესი

ეს ცნობილი ფოტოგრაფი ჟურნალ “Time”-სთვის მუშაობს. ასევე იღებს სარეკლამო ფოტოებს და თანამშრომლობს წიგნებისა თუ ჟურნალების უამრავ გამომცემლობასთან. ასევე მას აქვს ბლოგი სადაც ყველა მსურველს ასწავლის როგორ გადაუღონ ფოტო საკვებს.

ბილ ბრედი

ნიუ იორკი

ბილის საჭმლისადმი სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო, როცა მთელი ოჯახი ბებიასთან იკრიბებოდა სუფრაზე. მისი ნამუშევრები კომპოზიციის, განათებისა და ობიექტის განსაკუთრებული განლაგებით გამოირჩევა.

ჰელენ დუიარდინი

ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინა

ფრანგული წარმომავლობის ამერიკელი. 90-იან წლებში ის ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, ერთი ხელჩანთით და ძველი ფოტოაპარატით. 2007 წლიდან საკვებს უღებს ფოტოებს და დღეს უკვე არაერთი ჯილდოს მფლობელია.

ანი ბერუკაშვილი