საკვების ფოტოგრაფების მთავარი მიზანი ისაა, გადაიღონ ისე, რომ ფოტოს ნახვისას ნებისმიერ ადამიანს გამოსახულების შეჭმა მოუნდეს.

ერთი შეხედვით ადვილია ფოტო გადაუღო კარგად მომზადებულ საჭმელს, მაგრამ სინამდვილეში არც თუ ისე იოლია, რადგან ფოტოს შეხედვისას არა მარტო ნერწყვი უნდა მოგადგეთ, არამედ გულით და სულით მოგინდეთ მისი შეჭმა.

ახლა კი, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საუკეთესო ფოტოგრაფების ათეულის ბოლო ოთხეული:

პენი დე ლოს სანტოსი

ტეხასი

მან ფოტოების გადაღება საკუთარი კულტურის უკეთ შესასწავლად დაიწყო. იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებში, იმოგზაურა 30-მდე ქვეყანაში. ახლა მას მაგისტრის დიპლომი აქვს ვიზუალურ კომუნიკაციებში და კითხულობს ლექციებს.

რიკ სოუდერსი

კოლორადო

რიკ სოუდერსს ყველასაგან განსხვავებული ხელწერა აქვს. მისი ფოტოების ამოცნობა ერთი შეხედვითაა შესაძლებელი. ისინი განსაკუთრებული სიმკვეთრითა და განათებით გამოირჩევა.

ფრანჩესკო ტონელი

იტალია

ცერთიფიცირებული იტალიელი შეფ-მზარეული. უმუშავია ძალიან ბევრ რესტორანში. მის ფოტოებს აფასებენ როგორც ინტიმურს და ამოუცნობს.

კარლ ვორნერი

დიდი ბრიტანეთი

კარლ ვორნერი ცნობილია თავისი პეიზაჟებით. პეიზაჟების უმეტესობა რა თქმა უნდა იჭმება. ის სურათებით ცალკე სამყაროს ქმნის. მისი ფოტოები ხშირად გამოიყენება რეკლამებში.

ანი ბერუკაშვილი