საკვების ფოტოგრაფების მთავარი მიზანი ისაა, გადაიღონ ისე, რომ პოტოს ნახვისას ნებისმიერ ადამიანს გამოსახულების შეჭმა მოუნდეს.

ერთი შეხედვით ადვილია ფოტო გადაუღო კარგად მომზადებულ საჭმელს, მაგრამ სინამდვილეში არც თუ ისე იოლია, რადგან ფოტოს შეხედვისას არა მარტო ნერწყვი უნდა მოგადგეთ, არამედ გულით და სულით მოგინდეთ მისი შეჭმა.

ახლა კი, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საუკეთესო ფოტოგრაფების ათეულის შემდეგი სამეული:

ლარა ფერონი

სიეტლი, ვაშინგტონი

ლარა არ გეგმავდა ფოტოგრაფობას, მაგრამ ერთხელ, სახლში, მალინიან ნამცხვრებს გადაუღო ფოტო და მიხვდა რომ ეს მისი საქმე უნდა გამხდარიყო. ახლა მას პატარა სტუდია აქვს სიეტლში, თავისივე სახლში მოწყობილი და ყველაზე მეტად უყვარს მზის ბუნებრივ შუქზე ფოტოების გადაღება, რადგან ეს სახლისა და სიმყუდროვის შეგრძნებას ტოვებს.

 

 

ლოუ მანა

ნიუ იორკი

ფოტოგრაფი 30 წლიანი გამოცდილებით. მისი ნამუშევრები 40-ზე მეტ კულინარიულ წიგნშია დაბეჭდილი. ის 15 წლის მანძილზე New York Times-ში მუშაობდა. მას თავისი სტუდია აქვს გახსნილი და ფოტოგრაფიასთა ერთად ახალი თაობის აღზრდითაცაა დაკავებული.

მაიკლ რეი

პიტსბურგი, პენსილვანია

საოცრად კარგად განათებულმა ფოტოებმა მაიკლს ძალიან მალე მოუტანა პოპულარობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას შეუძლია უნიკალური გახადოს სრულიად ჩვეულებრივი საჭმელიც კი, რომელსაც ის საკუთარ სტუდიაში, პიტსბურგში იღებს.

გაგრძელება იქნება…

ანი ბერუკაშვილი