როგორც დიდი ლობჟანა ამბობს, მე რომ ვაშინგტონში ცხოვრების დროს ფბ–ზე დავრეგისტრირდი, მაშინ facebook საქართველოში მარტო 5 კაცს ჰქონდა და ისინიც ამერიკელ ქართველებს ეკონტაქტებოდნენო. ციფრებსა და სტატისტიკაზე ვერ შევედავები ამ ბუმბერაზ ადამიანს, თუმცა ფბ გვიან “შემოვიდა” ჩვენთან და ეს არც სადავოა და მითუმეტეს, არც დასაძრახი ან საამაყო. მეც გვიან დავრეგისტრირდი ფბ–ზე, მახსოვს. ალანიას და კვარაცხელიას დაჟინებული თხოვნის შემდეგ. მაგრამ მერე რა?! ვისზე ნაკლები ფბ–ელი ვარ, ვისზე ნაკლებ სტატუსებს ვდებ და ვისზე ნაკლებად ვალაიქებ, კომენტარებზე რომ არაფერი ვთქვათ?! ჩხუბს თავი დავანებოთ და დღევანდელ სოციალურ ქსელებზე ვისაუბროთ…

უდავოდ დიდი ძალაა facebook დღეს…  ჩვენს ქვეყანაშიც დღითიდღე იგრძნობა მისი გავლენა ცხოვრების ყველა მიმართულებით. მე პირადად რაც მომწონს ამ ქსელში, რომელიც თან სხვა სოციალურ საიტებსაც ასე გემრიელად აერთიანებს და აინტეგრირებს საკუთარ თავში, ისაა, რომ ფბ–ს არ აქვს მკვეთრად გამოკვეთილი არც საფლირტაო და არც პროფესიულ–სამაძიებლო ხასიათი. უნივერსალური ტიპია და ურთიერთობაც ფბ–ს მომხმარებელთან ყველანაირად შეგიძლია. გინდა პაემანზე დაითანხმე და გინდა მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმე. ყველაფერის საშუალებას იძლევა. თან ქართულ პონტში ისაა კარგი, რომ ამდენ ხალხს, რომელსაც ისე ცხოვრებაში უბრალოდ ვერ ნახავ, მაინც ეკონტაქტები მუდმივად და ისინი ისევ შენს ახლობელ ადამიანებად რჩებიან. არ გივიწყებენ, არ ივიწყებ… ქუჩაშიც რომ ნახულობ უკვე ძველ ნაცნობს ფბ–ზე მნახე და დამიმატეს ეუბნები სიჩქარეში. მაგარია!

ჰო, მართლა… საჯარო სამსახურებში (და მგონი უკვე კომერციულებშიც) აყვანის წინ, მაგრად ამოწმებენ აპლიკანტების ფბ–ს გვერდებსო. რას წერს პოტენციური თანამშრომელი, რას ალაიქებს, რას უსმენს და ვის ძუძუებს უწერს გულებს, საინტერესო გამოდგა ძალიან ადამიანური რესურსების მართვის ქართველი მენეჯერებისთვის. ამიტომ, ობამასი არ იყოს, ფრთხილად იყავით ხალხო და დაუკვირდით რას ამბობთ და რას კიდევ არ ამბობთ. აგერ მე ვერ დავუკვირდი და ქე მომიწია სამჯერ ფბ–ს დეაქტივაცია.

ღმერთი რამდენობითაა მართლა?

მევლუდი ქაფიანიძე