500-ნაჭრიანი (ანუ, შედარებით, ადვილი) ფაზლების ფასი საქართველოში 20 ლარის ფარგლებშია და, მათი რაოდენობის ზრდის პარალელურად, 150 ლარს სცილდება. ვისაც არც საამისოდ თანხა ან სურვილი არ გაქვთ, შეგიძლიათ, თქვენი სურვილები ონლაინ ფაზლების მეშვეობით დაიკმაყოფილოთ. 

http://www.jigzone.com/-ზე შეგიძლიათ, ნახოთ ონლაინ ფაზლები და მეტიც, აირჩიოთ, რამდენ ნაჭრად დაანაწევროთ სურათი, რომლის აწყობაც გსურთ. სისტემა ავტომატურად გიყენებთ ტაიმერს და, ბოლო ნაჭრის ჩასმის შემდეგ გიჩვენებთ შედეგს.

http://nationalgeographic.com-ზე თქვენ იხილავთ National Geographic-ის მომხმარებელთა მიერ ატვირთული ფოტოებისგან შექმნილ ფაზლებს. ათასობით უმაღლესი ხარისხის ფოტო, მოხერხებული კომპიუტერული გრაფიკის წყალობით, ადვილად იმართება თვალებსაც არ ღლის. ერთია მხოლოდ, რომ ნაჭრების ზომის არჩევა არ ხდება და ყველა ფაზლი სტანდარტულად 60-ნაჭრიანია. სისტემა აქაც დროს იანგარიშებს და გეუბნებათ, რამდენ წუთში დაძლიეთ თავსატეხი.

პირადად მე მეორე ფაზლს გირჩევთ, რადგან მართლა ძალიან ლამაზი სურათები და კარგი სისტემა აქვს. იგი არ გღლით და არც იმდენად რთულია, რომ ფაზლებზე გული აგიცრუვდეთ, თუმცა ვისაც უფრო დიდი თავსატეხები გიტაცებთ, პირველს მიმართეთ, ან, სულაც იყიდეთ🙂

ავტორი Zurriuss.Ge