თქვენი აზრით, რამდენნაჭრიანი შეიძლება, იყოს ყველაზე დიდი ფაზლი? რასაკვირველია, რამდენიმე ათასიანი.

10? – ცოტაა.

20? – ცოტა მეტი.

24! დიახ, 24 ათასი ნაჭრისაგან შედგება მსოფლიოს ყველაზე ყველაზე დიდი ფაზლი, რომელიც მხატვარ როის ბ. მაკლურის დიზაინით შეიქმნა. მისი სიგრძე 426, ხოლო სიგანე 154 სანტიმეტრია!

მოკლედ, თუ ამ დინოზავრის აწყობა გადაწყვიტეთ, ერთი მოზრდილი ოთახი და შემდეგ ერთი მოზრდილი კედელი მას უნდა შესწიროთ. აბა, სიმწრით აწყობილს ისევ ხომ არ დაშლით, არა?🙂