Обзор необычных тапочек

რბილი ოთახის ჩუსტები, შალის პლედი, კომპფორტულ სავარძელთან და არომატულ კაკაოსთან ერთად, წარმოადგენს ერთ-ერთ სიმბოლოს საშინაო კომფორტისა, რომელზეც ოცნებობს ყველა ადამიანი დედამიწაზე. არ დაგეზარება ზამთარში ფუმფულა ჩუსტებში გასათბობად „შეაცურო“ გაყინული ფეხები, ხოლო შემოდგომაზე ან გაზაფხულზე ძალიან მაგარია დაეხსნა სტილურ ტუფლებსა და ჩექმებს და მოირგო თავისუფალი, რბილი, და საოცრად კომფორტული ჩუსტები…

კრეატიული ჩუსტების ჩვენეული მიმოხილვა – სწორედ მსგავსი დიზაინის ფეხსაცმელზეა.

 

ფეხშიშველი ბალახზე

Обзор необычных тапочек

ასეთი ჩუსტები უმალ დაგაბრუნებენ თბილ  მზიან ზაფხულში, ხოლო მათთან ერთად – უდარდელ ბავშვობაში, როდესაც შეგეძლო  ფეხშიშველს ბალახზე სირბილი,  რომელიც სასიამოვნოდ გიღიტინებდა და მასაჟს გიკეთებდა ფეხის ქუსლებზე. და ამასთან, საერთოდ არ ფიქრობდი, თუ რამდენი მიკრობია ამ დროს ფეხის ქვეშ, რამდენი ჭუჭყი და მწერია, ასევე სხვა უსიამოვნო სიურპრიზებიც კი არ გაღელვებდა.

ჩუსტები შესაშხაპუნებელი

Обзор необычных тапочек

Обзор необычных тапочек

თუ გავიხსენებთ ზაფხულს და ბავშვობას, როგორ არ უნდა ვახსენოთ ამ დროს შესაშხაპუნებელი, რომელიც დამზადებულია ბოთლისგან და რეზინის თავსახურზე სპეციალური ნახვრეტი აქვს. ეს ხომ ჩვენი ბავშვობის საყვარელი გასართობი იყო.

დიზაინერმა Muzaffer Kocer-მა დახვეწა ეს მოწყობილობა, გააერთიანა რა შესაშხაპუნებელი და რეზინის შლოპანცები..  როდესაც ის აცვია ადამიანს და დარბის, ამ დროს შლოპანცების ცხვირთან არსებული ნახვრეტიდან  წყალი ისხმება და წინ მორბენალ „მსხვერპლს“ ამარცხებს. ფეხებში გვაქვს ერთგვარი „წყალსაცავი”🙂

სანაპიროს ჟღალი შლოპანცები

Обзор необычных тапочек

Обзор необычных тапочек

ზღვის სანაპიროსთან და საცურაო აუზთან სეირნობისათვის, დიზაინერებმა გამოიგონეს ნათელი სახალისო შლოპანცები.

ჩუსტები განათებით

Обзор необычных тапочек

ჩუსტები განკუთვნილი იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, ვისაც არ ეზარება ღამით წამოდგომა თბილი საწოლიდან, ღამის ტუალეტისთვის, ან  საჭმელისთვის და წყლის დასალევად. იმისათვის რომ მოუფრთხილდნენ სხვის ნერვებსა და არ დაუფრთხონ ტკბილი ძილი მათ, ვისაც ჯერ კიდევ სძინავს, ჩუსტები უზრუნველყოფილია მინი ფანრებით, რომელიც ინთება „ჩამრთველზე“ ქუსლით დადგომისას.

ჩუსტები დელიკატესები

Обзор необычных тапочек
Обзор необычных тапочек

Обзор необычных тапочек

Обзор необычных тапочек

დელიკატესები აღმოსავლურია: მრავალფეროვანი ჩუსტები-სუში და ღია ყავისფერი ორცხობილას მსგავსი მადის აღმძვრელი ჩუსტები, რომელსაც როგორც წესი დებენ ჩინურ საჭმელში.

საწოლის ჩუსტები

Обзор необычных тапочек

Обзор необычных тапочек

საუკეთესო ვარიანტია მათთვის, პირველ რიგში, ვისაც მოსწონს წესრიგი ყველგან და ყოველთვის, მეორე რიგში, მუდმივად ავიწყდება, თუ სად დატოვა საშინაო ფეხსაცმელი. ჩუსტები, რომლებიც ჩამაგრებულია საწოლის ფარდაგთან, შესაძლოა ვერ დაეხმაროს გულმავიწყს, თუმცა მას აუცილებლად მიაჩვევს წესრიგს.

ჩუსტები დალაგებისთვის

Обзор необычных тапочек

გახსოვთ თუ როგორ რეცხავდა კონკია მულტფილმში იატაკებს ფეხსაცმელზე მიმაგრებული ჯაგრისებით და მუსიკის ფონზე ცეკვავდა სველ იატაკზე? ეს ჩუსტები გაგახსენებენ მულტფილმს და ამასთან ერთად დაგეხმარებიან პარკეტის გაწმენდვაში.

 ეგზოტიკური ჩუსტებიОбзор необычных тапочек