ეს ფოტოები 2011 წლის 29 იანვარს, ავსტრალიაში, 34 წლის მელბურნელი ფოტოგრაფის, ფილ ჰარტის მიერაა გადაღებული. ეს არის გიპსლენდის ტბა ავსტრალიაში. ტბა ხელოვნურად განათებული არ გეგონოთ. ის ბუნებრივად გამოსცემს მკვეთრ, ცისფერ ფერს.

ავსტრალიის ეს რეგიონი სწორედ ამ ტბის გამოა ცნობილი. ასე გამოიყურება ტბა მზის ჩასვლისას, მანამ სანამ ნათება დაიწყება.

დიდი ხნის მანძილზე გაურკვეველი იყო რა აძლევდა ტბას ასეთ შეფერილობას. თუმცა დღეს ეს უკვე დადგენილია მეცნიერების მიერ. ტბაში მიკროორგანიზმები ცხოვრობენ, რომლებიც ღამის დადგომასთან ერთად მოჩვენებებივით ანათებენ.

დაღამებასთან ერთად ნათება ძალას იკრებს.

საოცარი სანახავია როდესაც მანათობელი წყალო მოძრაობს.

მანათობელი წყალი ბუყბუყს იწყებს.

ეს მისტიკური ფიგურა უცხო პლანეტელი არ გეგონოთ.

ისინი ჩვეულებრივი დედამიწელები არიან🙂

აქ არაბუნებრივი ტბის გარდა, საოცარი ცის ყურებითაც შეგიძლიათ დატკბეთ.

 აღსანიშნავია რომ მიკროორგანიზმების რაოდენობა ყოველ წელს ერთი და იგივე არ არის. ამიტომ ნათება ყოველწლიურად სვადასხვანაირია. ყველაზე მეტი რაოდენობის მიკროორგანიზმები ტბაში 2009 წელს დაფიქსირდა.

აი ისინიც, სწორედ ეს მიკროორგანიზმები ანიჭებენ წყალს ჯადოსნურ შეფერილობას.