New Balance-მა ნიუ-იორკში პირველი ექსპერიმენტული მაღაზია გახსნა, სადაც მომხმარებლებს პროდუქცისს მოსინჯვა, მისი შექმნის ისტორიისა და მოხმარების წესების გაცნობა, ყიდვამდე შეუძლიათ.


სავაჭრო ცენტრში სარბენი ბილიკის სადემონსტრაციო ზონაა მოწყობილი, სადაც ფეხსაცმლის მორგება და მისი თვისებების გაცნობა შეგიძლიათ.

ნიუ ბალანსის ბრენდი 1906 წელს შეიქმნა ამერიკაში და მას შემდეგ ეს ფეხსაცმელი ამერიკაში იწარმოება.

მაღაზია მე-5 ავენიუსა და მე-20 ქუჩს გადაკვეთაზე, მანჰეტენის გულში მდებარეობს და შენობასაც, ტრადიციების ხაზგასმით, ძველი იერი დაუბრუნეს.

საუკუნის წინ ნიუ ბალანსის ფუძემდებელმა უილიამ რაილიმ შეამჩნია, რომ ქათამი მხოლოდ სამ თითს იყენებს იდეალური ბალანსის მისაღწევად და ეს კონცეფცია დაუდო საფუძვლად ახალი ფეხსაცმლის დიზაინის შექმნას.

მას შემდეგ ქათმის ფეხის აგებულება ნიუ ბალანსის სიმბოლოდ იქცა.

მაღაზია New Balance-ს ახალი კამპანიის “ვაქციოთ სრულყოფილება რეალობად” ფარგლებში გაიხსნა.