Cathay Pacific Airways-ის სარეკლამო კამპანია, რომელიც სექტემბრის დასაწყისში უნდა დაწყებულიყო, გაურკვეველი დროით გადაიდო.

ამ ინფორმციას გაზეთი ნიუ იორკ თაიმსი ავრცელებს.

მიზეზი ბანალური და ამავდოულად სკანდალურია.

ჰონკონგის ერთ-ერთმა ტაბლოიდმა გამოქვეყნა ავიაკომპანიის თანამშრომლების უცენზურო ფოტოები, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე პილოტისა და სტიურდესას სექსის ამსახველ კადრებს შეიცავს.

მთელმა ავიაკომპანიამ შევბით ამოისუნთქა, რომ ამ სექს სკანდალში გახვეული არ აღმოჩნდა ავიაკომპანიის მშვენება ნენსი ხუი. იხილე სურათი ზევით🙂.

ავიაკომპანიის სპიკერმა განუცხადა ფრანს პრესს, რომ მიმდინარეობს საფუძვლიანი გამოძიება და დამნაშავეები სასტიკად დაისჯებიან.

ამჟამად უკვე გათავისუფლებული არიან რამდენიმე პილოტი და სტიუარდესა და ერთი ავიადისპეტჩერი.

პილოტმა, რომელიც ამ სექს ორგიაში იყო ჩართული, განაცხადა, რომ ეს ფოტოები მისი კერძო საკუთრებაა და მისი კომპიუტერიდან იყო მოპარული და ის აპირებს პოლიციაში იჩივლოს ქურდობის ფაქტის გამო.

ამ ამბავს გამოეხმაურა ჩინეთისა და ვიეტნამის გაერთიანებული ტელევიზია და დეტალურად აღწერა საჰაერო ორგია.

მოკლედ, ვარსიმაშვილს გადაუჯოკრეს რეჟისურაშიც და იუმორშიც🙂

სარეკლამო კამპანია ჩავარდა, მაგრამ მე კი მაგრად მახალისეს.

აი, ავიდისპეტჩერი რატომ გაათავისუფლეს, ეგ ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება🙂.

UPDATE: კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ პორნო-სკანდალის მიუხედავად, სარეკლამო კამპანია 1 ოქტომბრიდან განახლდება. 

ალბათ მას იმედი აქვს რომ კომპანიის პილოტებსა და სტიუარდესებში, სექს-სკანდალის გმირების ძებნას არ დაიწყებენ :)/