The Beatles – Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band (1967)

ყდის დიზაინმა მიიღო გრემი, როგორც წლის საუკეთესო ყდამ. მისი ავტორია რობერტ ფრეიზერი, მაკარტნისთან, პიტერ ბლეიკთან, მის მეუღლესთან და ფოტოგრაფ მაიკლ კუპერთან ერთად. ყდაზე გამოტანილია ადამიანის ზომის მუყაოს ფოტოგრაფიული ფიგურები. აგრეთვე ყდაზე გამოსახულია როგორც ნამდვილი, ასევე ცვილისგან დამზადებული ბითლზის წევრები.

Sex Pistols – Never Mind the Bollocks Here’s the Sex Pistols (1977)

ალბომის ყდა ჯემი რიდის დამზადებულია, რომელიც „სექს პისტოლზის“ მენეჯერის მალკომ მაკლარენის მეგობარი იყო. ალბომის პრიმიტიული გარეკანი მუსიკის მინიმალიზმზე მიუთითებს და გამოსასყიდის მოთხოვნის ფორმის პაროდიას წარმოადგენს. საბოლოოდ ეს სტილი, ყვითელი და ვარდისფერი ფერები „სექს პისტოლზის“ სტილად ჩამოყალიბდა.

The Beatles – [White Album] (1968)

The Beatles — ჯგუფ ბითლზის სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში, 1968 წლის 22 ნოემბერს. ამ ალბომს ხშირად The White Album (თეთრი ალბომი) უწოდებენ, მისი თეთრი ყდის გამო, რომელიც მოიგონა პოპ არტის ჟანრში მოღვაწე მხატვარმა რიჩარდ ჰამილტონმა. ეს აგრეთვე იყო პირველი ალბომი, რომელიც ჩაიწერა ბრაიან ეპსტაინის გარდაცვალების შემდეგ. თავდაპირველად დისკს A Doll’s House ერქვა, მაგრამ მოგვიანებით სახელწოდება შეცვალეს.

The Rolling Stones – Sticky Fingers

ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური გარეკანი. ორიგინალურ ფირფიტაზე დამაგრებული იყო ნამდვილი ელვა-შესაკრავი, რომლის გაკეთების იდეაც ენდი უორჰოლს მოუვიდა აზრად.

The Rolling Stones – Exile on Main St. (1972)

შემდეგი ადგილი კვლავ „როლინგ სტოუნზის“ ამჯერად რიგით მეათე სტუდიურ ალბომს უჭირავს. გარდა ორიგინალური ყდისა ეს ალბომი ჯგუფის არსებობის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება.

Eagles – Hotel California (1976)

ალბომის გარეკანზე  გამოსახულია  The Beverly Hills Hotel-ი, ყდა გაკეთებულია დევიდ ალექსანდერის მიერ. რამდენიმე გამოცემის მონაცემების მიხედვით ეს ალბომი საუკეთესო 50-ეულების ბოლოშია მოქცეული, თუმცა როლინგ სტოუნზის 100 საუკეთესო ალბომის გარეკანის სიაში ის მეექვსე ადგილზეა.

Blind Faith –Blind Faith (1969)

ალბომის გარეკანზე რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვიდა გამოსახულია ახალგაზრდა გოგონა რომელსაც ხელში თვითმფრინავის მაკეტი უჭირავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში გარეკანი მიუღებლად მიიჩნიეს ამიტომ გამოვიდა მეორე ალტერნატიული გარეკანითაც.

Grateful Dead – Aoxomoxoa (1969)

Grateful Dead-ის მესამე სტუდიური ჩანაწერი. ალბომის ყდა რიჩარდ ალდენ გრიფინს ეკუთვნის, ყდის ქვედა ნაწილში გამოსახული ჩონჩხი ფალოსს განასახიერებს. 1991 წელს ჟურნალი „როლინგ სტოუნზი“ წერდა ყდა ყველა დროის ყველაზე საუკეთესო გარეკანია.

Big Brother & The Holding Company – Cheap Thrills (1968)

ალბომის გარეკანი ანდერგრაუნდის მხატვრის რობერტ კრამბის მიერაა შესრულებული. ნახატზე მრავლადაა გამოსახული შიშველი სხეულები რის გამოც Columbia Records-ს მისი ყდაზე დაბეჭდვა არ უნდოდა, თუმცა ჯენის ჯოლინმა, რომელიც რობერტ კრაბის განსაკუთრებული გულშემატკივარი იყო კატეგორიულად მოსთხოვა კოლუმბია რეკორდსს გარეკანის დაბეჭდვა და გამოუვიდა კიდეც. სამაგიეროდ  Columbia Records-მა უარი განაცხადა ალბომის პირვანდელ დასახელებაზე Sex, dope and Cheap Thrills.

The Velvet Underground – The Velvet Underground & Nico (1967)

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გარეკანი, რომელიც აგრეთვე ენდი უორჰოლის შესრულებულია. ალბომის გარეკანზე ბანანია გამოსახული. ორიგინალი დისკების გარეკანზე ბანანი იფცქვნებოდა და შიგნით ვარდისფერი ბანანი ჩანდა ხოლო ქვემოთ იყო წარწერა “Peel slowly and see” ამ ყდების დასამზადებლად სპეციალური დანადგარები იქნა გამოყენებული. დღემდე ეს გარეკანი ყველაზე ცნობად გარეკანად ითვლება ალბომების ისტორიაში.

 ანი ბერუკაშვილი