უნიჭო მარკეტერებს გაუგიათ, რომ სექსი ყიდის და ყველაფერს სექსზე და მასთან დაკავშირებულ ატრიბუტებზე აბამენ.

ამიტომაც ხშჲრად უზარმაზარ ბიუჯეტებს ითხოვენ და უფრო ხშირად მთელი კამპანია უვარდებათ და გამოყოფილ სახსრებს ქარს ატანენ.

ასე მოუვიდა ახალ ზელანდიურ საერთაშორისო კავშირგაბმულობის კომპანია “ტელეკომს”, რომელიც ახალი ზელანდიის რაგბისტთა ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია.

კამპანია “თავი შეიკავე სექსისგან, უგულშემატკივრე შენს ნაკრებს” ოქტომბრის დასაწყისში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ერთ-ერთ ცენტრალურ გაზეთში გაჟონილმა ინფორმაციამ, ტელეკომს უარი ათქმევინა კამპანიაზე.

ნეგატიური გამოხმაურება მოყვა კამპანიის იდეას სამთავრობო და სპორტულ წრეებშიც.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ღიად დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება კამპანიის მიმართ.

გთავაზობთ ერთ-ერთ კლიპს ამ კამპანიიდან.

ახლა გულზე ხელი დავიდოთ ყველამ და ვუპასუხოთ ერთ მარტივ კითხვას?

მოსახლეობის მხრიდან სექსზე უარის თქმა, ახალ ზელანდიურ ნაკრებს რაში დაეხმარებოდა?

არც არაფერში და ონლაინ გამოკითხული 17 ათასი მოსახლიდან 92%-მა უარი განაცხადა აქციაში მონაწილეობაზე.

ამ კომპანიამ დღემდე რის ხარჯზე მოაღწია, მაგაზე ვფიქრობ ახლა🙂.

ისე, ბოდიში უკვე მოიხადეს და თანაც საფუძვლიანად.