ეფლმა 100 აკრი მიწა ჰიულეთ პაკარდისგან შეიძინა საკუთარი შტაბ-ბინისგან 4 კილომეტრის მოშორებით.

როგორც ამერიკული პრესა იუწყება ეფლმა დაიქირავა არქიტექტორი ნორმან ფოსტერი ეფლის ქალაქის ასაშენებლად, რომელშიც ეფლის ინჟინერები და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები იმოღვაწვებენ.

ნორმანს უკვე აქვს ასეთი ტიპის გამოცდილება და მისი დაპროექტებულია მასდარ სიტი აბუ დაბისთან ახლოს. მასდარ სიტი განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოსთვის აშენდა.

აუცილებლად გახსენი ლინკი

სტივ ჯობსმა უკვე ჩაატარა ბრწყინვალე (!!!🙂 ) პრეზენტაცია ქალაქ კაპერტინოს საკრებულოში და პროექტის მთავარ მიმართულებებზეც ისაუბრა.

მინი ქალაქი 4 შენობისგან იქნება შემდგარი, რომელიც წრეში იქნება გაერთიანებული და წრის შუაგულში კი პარკი იქნება გაშენებული.

სტივ ჯობსის პრეზენტაციის დაწვრილებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში.