ვინაიდან და რადგანაც თეატრი დღესდღეობით აქტუალურ თემად იქცა, მოდით, თვალი გადავავლოთ ქართული თეატრის ვარსკვლავის, რობერტ სტურუას შემოქმედებას და გავიხსენოთ, თუ რა საგანძური დაგვიტოვა.

რუსთაველის თეატრში იგი 1962 წელს მივიდა, 1979 წლიდან მისი მთავარი რეჟისორი, ხოლო 1980-დან 2011 წლამდე სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სპექტაკლმა “კავკარიური ცარცის წრემ” მას, ისევე, როგორც ქართულ თეატრს, მსოფლიო აღიარება მოუტანა.

"სამანიშვილის დედინაცვალი", რეჟისორები რ. სტურუა, თ. ჩხეიძე. პლატონი - გოგი გეგეჭკორი, კირილე - რამაზ ჩხიკვაძე

ყვარყვარე, მთავარ როლში რამაზ ჩხიკვაძე

"კავკასიური ცარცის წრე", სპექტაკლი-ლეგენდა, რომელიც დასმა, 30 წლის განმავლობაში, 600-ზე მეტჯერ ითამაშა. სპექტაკლი მე-20 საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო სპექტაკლებშია შესული

"რიჩარდ III", 1979 წ. რომლის შემდეგაც ბრიტანელები იტყვიან, სტურუამ შექსპირის დადგმა გვასწავლაო

მეფე ლირი, 1987 წ. ლირი - რამაზ ჩხიკვაძე, კორდელია - მარინა კახიანი

უცხოურ სცენებზე დადგმულთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია რივერსაიდ სტუდიოზე დადგმული "ჰამლეტი" ალან რიკმანის მონაწილეობით

"მაკბეტი" - ზაზა პაპუაშვილი და ნინო კასრაძე. 1995 წ.

"მერე რა, რომ სველია სველი იასამანი" - 1997 წ.

"შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ" - 2000 წ.

"კაცია ადამიანი" 2000 წ. მთავარ როლებში ჟანრი ლოლაშვილი და თათული დოლიძე

"ჰამლეტი", 2001 წ. მთავარ როლში ზაზა პაპუაშვილი

"გოდოს მოლოდინში" 2002 წ., ზაზა პაპუაშვილი და ლევან ბერიკაშვილი

"მტრის ნიღაბი", 2003 წ. ბესო ზანგური და გაგი სვანიძე

"ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი", 2005 წ. მთავარ როლში ზაზა პაპუაშვილი

"ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი" 2009 წ.