ერთი კვირის წინ დაწყებულ სკანდალს, რომელიც Abercrombie & Fitch-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზს და მის მიერ ემთივის რეალითი შოუს ვარსკვლავის  მაიკ სორენტინოსთვის გაკეთებულ წინადადებას ეხება, ახალი გაგრძელება მოყვა.

ჰასლერის გამომცემელმა ლარი ფლინტმა მაიკ სორენტინოს ჰასლeრის მაისურების შეთავაზა.

აი, რითია ახლა ეს მაისური აბერკრომბიზე უარესი?🙂

“ის რაც არ არის კარგი აბერკრომბისთვის, გადასარევია ჰასლერისთვის”, – განაცხადა ლარი ფლინტმა და და რეალითი შოუს გარშემო ატეხილ სკანდალში ახალი ინტრიგა შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ აბერკრომბიმ მაიკ სორენტინოს ამ ბრენდის მაისურის შოუში არ გამოყენების სანაცვლოდ, ფული შეთავაზა.

მიზეზად, გავრცელებულ პრეს-რელიზში, აბერკრომბიმ განაცხადა, რომ სორენტინოს მიერ მაისურის ტარება ბრენდის იმიჯს განუზომელ დარტყმას აყენებს.

ჰოდა.

ატყდა ამბავი, ისეთი, რომ აბერკრომბის აქციები აგერ უკვე 9%-ით დაეცა.

რა გაგრძელება ექნება ამბავს, რთული სათქმელია.

აბერკრომბი იბრძვის და ფანების მობილიზებას ახდენს, ლიდერი ბრენდისა და გამორჩეულობის კიდევ უფრო პედალირებით. ვიღაცას მოსწონს მისი პოზიცია და კიდევ უფრო ხშირად შედის ბრენდულ მაღაზიებშჲ, უფრო მეტს აღიზიანებს.

დაველოდოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას.

არადა, როგორ მიყვარდა ეს ბრენდი😦. ორი მასურიც კი მაქვს ჩემს გარდერობში. განსაკუთრებით მისი მეამბოხე და გამორჩეული სტილი მომწონდა.

რატომ იღუპავს ეს ხალხი თავს?