კარგია, როდესაც ადამიანი გაიზრდები და ვიღაც უფროსები (ნათესავები, მეზობლები, უბნელები, ოჯახის წევრები) არ გზღუდავენ და იმას აკეთებ, რაც შენ გინდა. არა… სადღეგრძელოებს მაინც ვსვამ და მთლად ვერ „გავბომონდდი“, მაგრამ ვსვამ ისე, როგორც მე გამიხარდება. ვერა და ვერ შევეჩვიე სადღეგრძელოს თქმის გარეშე სმას. აი მომკალი თუ გინდა და არ გადადის სასმელი. არც ღვინო, არც არაყი და არც ლუდი (სხვას არ ვსვამ და ესეც გოიმობის ნიშანია, მგონი).

ჭიქას ავიღებ თუ არა მოდის მუზა და ვერ ვჩერდები… ასე დამღუპველად იმოქმედა ჩემზე საბჭოთა წარსულმა და მუდმივად სადღეგრძელოების მოსმენა. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება უფროსების მიბაძვით ვართ დაკავებული. იმ უფროსებისა, რომელიც ჩვენ ბავშვობის დროს ავსებდნენ ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ, სმაცაა და სმაც. სადღეგრძელოცაა და სადღეგრძელოც!!!

პირველად ქართული სადღეგრძელოების პაროდია ზურა ვასაძისგან გავიგე, 4 გიას მადლი შეგვეწიოსო რო თქვა და ჩვენ წაშლა არ წაშლას გაუმარჯოსო კიდე. მომეწონა და მე მარტო არ ვიყავი ამ საქმეში. ავიტაცეთ მოკლედ და ჯგუფელები როცა ვსვამდით, მიდიოდა ბრტყელ–ბრტყელი სადღეგრძელოების გრძე–გრძელი პაროდიები და გოგიტა ხელაძის მუდმივი დაცინვა, რომელიც მაინც ცდილობა ტრადიციული სადღეგრძელოების რელსებზე ჩვენს დაბრუნებას. ამის მერე გადავწყვიტე და სულ ასე ვარ, რომ სადღეგრძელოებს მუდმივად ვსვამ, თუმცა არა ტრაფარეტულს და გაცვეთილს (თელავში საერთოდ ნომრების მიხედვით სვამენ, იმდენად მობეზრებული აქვთ ერთი და იმავეს გამეორება), უბრალოდ ვსვამ იმას რაც გამახსენდება, შემაწუხებს და გამახარებს, მოკლედ რაც იმ მომენტში თავში მომივა. ამათგან ძალიან მიყვარს სუფრის წევრების პერსონალური სადღეგრძელომოფერებები და შეგეცი/ჩემეცის თქმა, რომელიც ჩვენ შეკრებას გაუმარჯოს–ის პაროდიაა, ერთგვარი. ჰოოო… და ქალის თამადობა დავამუღამე კიდე ამ ბოლო დროს. დისკრიმინაციულად კი გამომდის, მაგრამ მაგარი სახალისოა და საინტერესოც, განსაკუთრებით თუ სუფრა „კუხნაშია“ გაშლილი (გარდაცვილილი მედეა მეზვრიშვილი ყოფილა მაგარი თამადა!)…

მოკლედ, შეგეცით/შემეცით!!! ანუ დალიეთ, ჭამეთ, იცეკვეთ, იმღერეთ და დაანებეთ თავი ამ სადღეგრძელოებს…

 მარგალიტი სადღეგრძელოების სერიიდან: ყველა იმ ქალს, კაცს, წიგნს, ფილმს, სპექტაკლს და რამაც შენში კვალი დატოვა და შენი პიროვნებად ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა. მოკლედ, ასეთი რამაც გაგხადა. იმას გაუმარჯოს!!! (ბანალურია, მაგრამ თანამედროვე…)

მევლუდი ქაფიანიძე