უოლტ დისნეის გენიალური ფილმები შექმნიდან 70 წლის შემდეგაც კი პოპულარულია როგორც პატარებში ასევე უფროს თაობაში. დარწმუნებული ვარ ყოველ თქვენგანს განსაკუთრებულად უყვარს ზოგიერთი მულტფილმი ან პერსონაჟი. ახლა  კი გვინდა შემოგთავაზოთ ფილმების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიტის IMDB-სა და AFI-ს რეიტინგების მიხედვით შედგენილი დისნეის ანიმაციური ფილმების ტოპ 10-ეული.

10. მეათე ადგილი – „ასერთი დალმატინელი“ – ანიმაციური ფილმი რომელიც 1961 წელს გამოვიდა, ეს იყო პირველი მულტფილმი სადაც ანიმაციების შესაქმნელად ქსეროქსის აპარატი გამოიყენეს, რამაც ბევრად შეამცირა ხარჯები.

9. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება გაუკვირდეს ამ მულტფილმის ათეულში გამოჩენა, თუმცა მეცხრე ადგილს მყარად იკავებს „მხსნელები“. ეს მულტფილმი ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი იყო დისნეისთვის, მან 48$ მილიონიანი მოგება მოიტანა.

8. მერვე ადგილს „კონკია“ იკავებს. ამ მულტფილმს დისნეის ისტორიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მაშინ როდესაც ეს ანიმაციური ფილმი გამოვიდა კომპანია ყელამდე ვალებში იყო ჩაფლული, თუკი ეს ნამუშევარი შემოსავალს ვერ მოიტანდა დისნეი დაიხურებოდა, თუმცა როგორც ხედავთ მულტფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და დისნეის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმად ითვლება.

7. „დამბო“ – დისნეის ამ ერთ-ერთ ყველაზე მოკლე მულტფილმს ფინანსურ სასწაულადაც მოიხსენიებენ, მისმა მოგებამ საერთო ჯამში 1.6 მილიონი დოლარი შეადგინა.

6. „ბემბი“ – შვლის ნუკრის ისტორია რომელსაც დიდი შემოსავლები არასოდეს მოუტანია, მით უმეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა ეს არის მულტფილმი რომელზეც ყველაზე მეტი დადებითი შეფასება დაიწერა და რომელიც დღესდღეობით კლასიკად ითვლება.

5. „ფანტაზია“ – ეს ფილმი კომერციული კატასტროფა იყო რადგან მისი გადაღება დისნეის ძალიან დიდი თანხა დაუჯდა. ფილმში პირველად გამოიყენეს სტერეო სისტემა, როდესაც ხმა სხვადასხვა მიმართულებით ისმის. ყველაზე მეტი ამბიცია ფილმს სწორედ მუსიკისა და გახმოვანების მხრივ ჰქონდა. დღეს ეს ფილმი შედევრად ითვლება.

4. საუკეთესო ეპიკური ისტორია და შეუდარებელი საუნდტრეკები. ზედმეტი კომენტარების გარეშე „მეფე ლომი“ გასული დეკადის საუკეთესო ანიმაციურ ფილმად სახელდება.

3. „პინოქიო“ – უოლტ დისნეის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი. „პინოქიო“ იმ დროისთვის ტექნოლოგიურად ყველაზე დახვეწილ ფილმად ითვლება.

2. მეორე ადგილს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმი „ურჩხული და მზეთუნახავი“ იკავებს. ფილმი რომელიც 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი ოსკარზე. 1991 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანიმაციური ფილმი.

1. და პირველი ადგილი, რომელი მულტფილმი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ამ ადგილზე თუ არა „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“. პირველი ფერადი სრულმეტრაჟიანი მულტფილმი. ყველა დროის ყველაზე საუკეთესო ანიმაციური ფილმი და ცნობილი შემთხვევა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე როდესაც მულტფილმს ერთი სტანდარტული და შვიდი მცირე ზომის ოსკარის ფიგურა გადასცეს.

ავტორი ანი ბერუკაშვილი