ფეისბუკის სარეკლამო აგენტებს ნება დართეს, რეკლამის ტარგეტირება საფოსტო ინდექსების მეშვეობით მოახდინონ. ამიერიდან შესაძლებელი გახდება ერთი რეკლამის 2,5 ათას საფოსტო ინდექსზე მიბმა.

ახალი ფუნქცია შემუშავებულ იქნა, ჯერჯერობით, მხოლოდ აშშ-ს 5-ნიშნიანი საფოსტო ინდექსებისათვის. როგორც კომპანია ფეისბუკმა განაცხადა, მომსახურეობა დამუშავების სტადიაშია და უკვე შემდეგი კვირიდან ფეისბუკის რეკლამა აშშ-ის ყველა საფოსტო ინდექსს დაუკავშირდება.

როგორც Direct Marketing News წერს, მსგავსი ტიპის რეკლამა, უპრიველეს ყოვლისა, გამოადგებათ საშუალო და მცირე ბიზნესის მქონეთ, რომლებსაც არ სჭირდებათ მთელი ქვეყნის მასშტაბით სარეკლამო კამპანია, არამედ, ლოკალური. აღნიშნავენ იმასაც, რომ მომავალი წლიდან ახალი მომსახურება ეფექტურად დაეხმარება პოლიტიკოსებს თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში.

საფოსტო ინდექსის მითითება, ფეისბუკზე რეგისტრაციისათვის, არ არის სავალდებულო.

ფეისბუკზე, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდ სოციალურ ქსელზე, რეკლამის ფასი, გასულ წელთან შედარებით, 74%-ით გაიზარდა. რეკლამა კომპანიის მავარ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. სააგენტო eMarketer-ის მონაცემებით, უკვე წელს ფეისბუკმა ამ გზით 4 მილიარდი დოლარი იშოვა.

წყარო: ედვერთოლოჯი