21-ე საუკუნეში ძალიან აქტუალური გახდა გლობალური დათბობისა და ბუნების დაცვის თემები. ხალხის გაუფრთხილებლობის შედეგად სულ უფრო მცირდება მცენარეების რაოდენობა. ჩამოყალიბებულია უამრავი ორგანიზაცია რომელიც ამ ფაქტის წინააღმდეგ იბრძვის. დიზაინერი ჰავსტეინ ჯულიუსონი (Hafsteinn Juliusson) თავისი წამოწყებით ამ ფაქტს გამოეხმაურა. მან სპეციალურად დიდ ქალაქში მცხოვებთათვის, სადაც განსაკუთრებით შეიგრძნობა ცოცხალი ბუნების შემცირება, დაამზადა სამკაულები მცენარეებისგან.

ეს სამკაულები საკმაოდ ძვირადღირებულია და რაც მთავარია ისინი სპეციალურ მოვლას საჭიროებენ. სამკაულების ამ სერიას დიზაინერმა „Growing Jewelry” უწოდა.

ავტორი ანი ბერუკაშვილი