ადიდასი და დიზელი – რომლებიც ათწლეულების მანძილზე გამოირჩევიან დიზაინერული სითამამით, კვლავ ერთად არიან და მეორე კოლექციას ქმნიან სერიიდან „სამყაროთა შეჯახება“.

ისინი პროდუქტის შექმნისას იყენებენ როგორც საკუთარ, ასევე კონკურენტ-პარტნიორის ტრადიციულ შტრიხებს და საბოლოო ჯამში გამოდის კოლექცია, რომელიც კი არ მალავს, პირიქით ხაზს უსვამს პარტნიორის ღირსებებს.

გამოშვებული ფეხსაცმელების რაოდენობა შეზღუდულია.

გამოყენებული მასალიდან გამომდინარე ეს ფეხსაცმელები შექმნილია როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე ტურიზმისა და სპორტის მოყვარულთათვის, გართობისა და დასვენების მოყვარულთათვის და სამხედროებისათვის.

აი, ციტატა რომელიც ამ ფეხსაცმელებს აღწერს – „ეს არის ყველაზე საინტერესო კოლექცია, რომლის მთავარი ღირსებაც არის ის, რომ აერთიანებს როგორც უხეში სამუშაო ფეხსაცმლის, ასევე ხანგრძლივი ლაშქრობისთვის გამოსადეგ ელემენტებს და რაც მთავარია დამზადებულია ნათელი ფერის გამძლე მასალისგან“.

კოლექციის ონლაინ პრეზენტაცია 22 აგვისტოს მოხდა, ხოლო ფეხსაცმლის ყიდვა როგორც www.mailmovement.com იუწყება 29 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

Advertisements