Кадр из фильма

“ეფლის” მიერ ევროპის სასამართლოში მოგებული პროცესის შედეგად, “სამსუნგს” აეკრძალა მისი პლანშეტის “გალაქსის” გაყიდვა ევროკავშირის ტერიტორიაზე.

სამსუნგმა ახლა იჩივლა და სასამართლო პროცესი გრძელდება.

ევროპული გამოცდილების მიხედვით, სამხრეთ კორეულმა გიგანტმა, რომელიც ამერიკის ბაზარზეც აპირებს შესვლას, თადარიგი დაიჭირა და ამერიკის სასამართლოში დოკუმენტაცია წარადგინა, სადაც ადასტურებს, რომ მის მიერ ნაწარმოები პროდუქტი “სამსუნგ გალაქსი” Apple-ს პატენტის ხელყოფას არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

ჯერჯერობით ადრეა  გამოიტანო დასკვნა თუ როგორ აპირებს Samsung თავის დაცვას და რა სტრატეგიული გეგმა გააჩნია. თუმცა ამ დოკუმენტაციის რამდენიმე ფრაგმენტმა უკვე გაჟონა პრესაში.

მაგალითად, თავის დაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი მდგომარეობს იმაში, რომ იდეა პლანშტური კომპიუტერებისა გამოიგონეს და მასობრივ კულტურაში გამოჩნდა უფრო ადრე, ვიდრე  Apple i-Pad-ს გამოუშვებდა.

ამის დასამტკიცებლად Samsung გვთავაზობს კადრს სტენლი კუბრიკას  ცნობილი ფილმიდან “2001 წელი: კოსმოსური ოდისეა”, რომელიც გამოვიდა 1968 წელს.

ეს კადრი გამოქვყენებულია დოკუმენტაციის მეორე გვერდზევე.

გარდა ამისა, დოკუმენტაციაში წარმოდგენილია კადრები სხვა ცნობილი კინოფილმებიდან და ფანტასტიკური ჟანრის სერიალებიდან, სადაც მთავარი გმირები იყენებენ პლანშეტურ კომპიუტერებს.

კომპანია Samsung ამტკიცებს, რომ Apple-ს პატენტის დიზაინი და მისი სტრუქტურა ისეთივეა, როგორიც ის ამ ფილმებშია ნაჩვენები (კომპიუტერი მართკუთხა ფორმით, მსუბუქი კორპუსი, პრიალა წინა და უკანა ნაწილები, რითაც დაფარულია თითქმის მთელი ფართობი).

ასეთ შემთხვევაში სამხრეთ კორეული კომპანიის ახალი პატენტი მისაღებია, და ბათილად უნდ იქნეს ყველა პრეტენზიები Samsung-ის მიმართ.

ამავე თემაზე შეგიძლიათ ნახოთ:

სკანდალური სიმართლე აი-ფონების შესახებ