გავიხსენოთ, ერთ-ერთი საუკეთესო კამპანია, რომელიც ლუდის მწარმოებლებს უწარმოებიათ ოდესმე.

გახსოვტ ალბათ, რომ ლუდის ბრენდმა Stella Artois 4%-იანი ღია ფერის ლუდის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში  ვიდეო რგოლი გადაიღო.

მოქმედება 60-იან წლებში, მატარებელში მიმდინარეობს. ერთი შეხედვით, უბრალო მუშა, ლამაზი ქალბატონის კვალდაკვალ მესამე კლასის ვაგონებიდან პირველი კლასის ვაგონებისკენ მიეშურება. გზად ის ხვდება კონტროლიორს, ოფიციანტს, პირველი კლასის კარგად ჩაცმულ მგზავრს.

ყოველთვის, მათთან შეხვდერისას, მთავარი გმირი გარეგნულ იერს იცვლის, ანუ იღებს შემხვედრის სახეს. “რეკლამშიკებს” ამით იმის ჩვენება სურდათ, თუ როგორ გადის ლუდი Stella Artois სამმაგ ფილტრაციას.