IKEA-მ წლის დასაწყისში ჩატარებულ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ბიზნეს და მარკეტინგული სტრატეგიის ცვლილება დაიწყო.

2 მილიონი ბრიტანელის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მათ იკეასგან საწოლების ფორმისა და ზომის უფრო მეტი დიაპაზონი ჭირდებათ და მაღაზიათა ქსელში დღეს არსებული მდგომარეობით არიან უკმაყოფილო.

ამჟამად ბრიტანეთიის მასშტაბით  (შემდეგ უკვე მთელს მსოფლიოში) მიმდინარეობს იკეას მასშტაბური აქცია საწოლი ოთახის ატრიბუტების პრომოუშენით.

კამპანიის ნაწილია  იკეას იუთუბის არხი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია პერსონალური საძილე ოთახი მოიწყოს.

სხვათაშორის მე უკე მოვიწყე ჩემი გემოვნებით საწოლი ოთახი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი😉

საწოლი ოთახის მოსაწყობად რამდენიმე მარტივი ოპერაციაა ჩასატარებელი: დარეგისტრირდი გვერდზე (შეგიძლია შენი ფეისბუქის პროფილიც გამოიყენო)  და აირჩიე შენთვის მისაღები ავეჯი მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან.

თუ შენი მეგობრებიც ჩართული არიან საკუთარი საძინებლის მოწყობაში, შეგიძლია ნახო მათი ოთახებიც😉.

ამასთან, არჩეული ავეჯი შეგიძლია პირდაპირ გადაუგზავნო იკეას ბრიტანულ განყოფილებას და ფულის გადახდის შემდეგ, 3 დღეში მიიღებ შენ საოცნებო საწოლს😉

ვისაც აინტერესებს ონლაინ კატალოგი, შეგიძლიათ იხილოთ აქ.