კომპანიამ Summer’s Eve ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც სკანდალური აქციის “გასუფთავდი, რომ სამსახურში დაწინაურდე”-ს გაგრძელებაა.

“გასუფთავდი, რომ სამსახურში დაწინაურდე”-ს პოსტერები წინა წლის აგვისტოში მრავალ ჟურნალში გავრცელდა და კომპანიის წარმომადგენელმა ოფიციალურად მოუბოდიშა კიდეც ქალბატონებს ამ აქციის უხეში ხასიათის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ წინა აქციის პოსტერებმა ქალების გულისწყრომა და ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია,  Summer’s Eve კიდევ უფრო სკანდალურ ვიდეო-კლიპები ამა წლის ივლისშიც გაავრცელა.

 

მედიაში კრიტიკული სტატიები და კომენტარები გაჩნდა: გაზეთები და ონლაინ გამოცემები აჭრელებულია შეურაცხყოფილი ქალბატონების წერილებითა და მოსაზრებებით.

გამოითქვა ვარაუდიც, რომ კომპანიის კლიპები რასისტულ მეტაფორებს (რა ცნობილი სიტყვებია!) შეიცავს.

კომპანიამ უკვე ამოიღო ყველა ვიდეო იუთუბიდან და ვიმეოდან. თუმცა, შეგვიძლია შემოაგთავაზოთ სხვა რესურსებზე დადებული ვიდეოები:

პირველი ვარიანტი

მეორე ვარიანტი

მესამე ვარიანტი

იხილეთ კლიპების სამივე ვერსია ერთ ვიდეოში და დასკვნები თავად გააკეთეთ:

კამპანიის მომსახურე სააგენტომ განცხადება გააკეთა: “ჰიგიენური მოვლის საშუალებების რეკლამების უმეტესობა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და ეს არავისთვისაა სიურპრიზი. Summer’s Eve-ის რეკლამები საერთო სტილის გაგრძელებაა, თუმცა უფრო მეტი აგრესიულობით. ჩვენ გამოვკითხეთ და მოვუსმინეთ ათასობით ქალს და მათი გამოცდილების საფუძველზე შევადგინეთ რეკლამების როგორც სიტყვიერი, ასევე ვიზუალური მხარე.

თავად ქალბატონების სურვილი იყო, რომ ტაბუირებული თემები წინ წამოგვეწია და დავხმარებოდით პრობლემების მოგვარებაში. ახლა სენტიმენტების დრო არ არის. პრობლემები რეალურად არსებობს და მათი გადაჭრის გზები ჩვენი კლიენტის პროდუქტებშია! “

ვერაფერს იტყვი. ხისტი, თუმცა სამართლიანი განცხადებაა.🙂

საინტერესოა, რა რეაქციას გამოიწვევდა ეს კლიპები საქართველოში?😉

კომპანიის ვებ-საიტზე ერთი საინტერესო ლინკიცაა, რომელსაც “ვაგინის მფლობელთა სახელმძღვანელო” ეწოდება.

მოკლედ, ვერც ახლა გაუგეს ჩვენს სკანდალისტ კომპანიას და ისიც იძულებული გახდა ჩვეულებრივი კლიპი გადაეღო და წარედგინა მომხმარებლებისთვის🙂