Gun Crime

ნომა ბარი ებრაელი მხატვარია, რომელიც მსოფლიოში ცნობილია საკუთარი პლაკატებით.

ის ილუსტრაციებს მხოლოდ რამდენიმე ხაზისა და ფერის ურთიერთშეთანხმებით ასრულებს.

მისი პლაკატები გამოირჩევა როგორც სოციალური, ასევე პოლიტიკური თემატიკით. მხატვარი ცდილობს ერთი შეხედვით ძუნწი, თუმცა ამავდროულად მრავლისმეტყველი შტრიხებით გადმოსცეს  პერსონის, მოვლენისა თუ ფაქტის საკუთარი წარმოდგენა.

მნიშვნელოვანია, რომ პლაკატისტი თითოეულ ნამუშევარში ფარულ აზრს დებს და ილუსტრაციების წაკითხვა ხშირად სახალისო და დასაფიქრებელია.

მისი დამკვეთები უმსხვილესი კორპორაციები არიან. ამ კუთხით გამოირჩევა კორპორაცია აი-ბი-ემი, რომელმაც ნომა ბარის ორი სოციალური პროექტი შეუკვეთა. პიარ სკოლა წერდა უკვე ამ პლაკატებზე და გირჩევთ აუცილებლად დაათვალიეროთ, გპირდებით, ისიამოვნებთ!

  1. ჰაერის გასუფთავებასა და მხოლოდ კლიმატური პირობების გამოყენებით სერვერებისა და დატა ცენტრის გაგრილების თემას ეხება
  2. მიზნად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით დანახარჯების შემცირებასა და პროცესების გაადვილებას ისახავს

“მე ვყვები ისტორიას ისე, რომ არ ვიყენებ სიტყვებს. მე ვუკრავ მუსიკას ისე, რომ არ ვიყენებ ნოტებს. შტრიხები – ჩემი სიტყვებია. ფერები – ჩემი ნოტებია”, – ამბობს ნომა ბარი.

The Realities Of Alcoholism

Shoplifting

Beware The Wolves

Democracy in America

The Big Squeeze

War and Male Leadership

Green Entrepreneurs

Life Stories

The Enabler

Kim Jong-Il

Mahmoud Ahmadinejad

Margaret Thatcher

Dick Cheney and Princess Diana

Bob Dylan and Harry Potter

Michael Jackson (with a kid in his face) and George W. Bush (with a tortured Abu Ghraib prisoner in his face)

Queen Elizabeth and Dwight D. Eisenhower