„ჯეკ დენიელსის“ 161-ე წლისთავის აღსანიშნავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვისკის წამყვანმა მწარმოებელმა საკუთარი გულშემატკივრების მეშვეობით გინესის რეკორდის დამყარება გადაწყვიტა.

პირველი სექტემბერი, ნიუ იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები. ჯეკ დენიელსი Old No.7 რომელსაც ოქროს მედალი აქვს აღებული ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე, შეეცდება გულშემატკივრების დახმარებით შემდეგი რეკორდების დამყარებას:

ყველაზე დიდი ღია ბარათის შექმნა: რეკორდი დამყარდება უზარმაზარ ღია ბარათზე ყველაზე მეტი ხელმოწერის გაკეთების მიხედვით. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია მთელი მსოფლიოდან, ამისთვის ჯეკ დენიელსის ფეისბუქის გვერდის გამოყენებაა საჭირო, თქვენ შეგეძლებათ დატოვოთ ტექსტი რომელსაც გადაიტანენ ღია ბარათზე.

ყველაზე დიდი მოზაიკის აწყობა ბოთლებისგან: ცნობილი მხატვარი ჰერბ უილიამსი 2016 ბოთ»ის გამოყენებით ჯეკ დენიელსის გიგანტური პორტრეტის შექმნას შეეცდება

ვისკის ყველაზე დიდი ბოთლის პრეზენტაცია: ჯეკ დენიელსი უზარმაზარ ბოთლს წარმოადგენს რომელშიც 180 ლიტრი ვისკი იქნება ჩასხმული

ერთსა და იმავე თვეში დაბადებული ყველაზე მეტი ადამიანის შეკრება: ჯასპერ ნიუტონის „ჯეკის“ დაბადების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის სექტემბრის თვეში მოევლინა ქვეყანას. „ჯეკ დენიელსი“ შეეცდება ამავე თვეში დაბადებული ადამიანების ყველაზე მეტი რაოდენობა შეკრიბოს ერთად.

ყველაზე მეტი ბოთლისგან შექმნილი ორკესტრი: იმისთვის რომ ჯეკ დენიელსის საპატივსაცემოდ შესრულდეს სადაბადებისდღეო ჰიმნი გამოყენებული იქნება 470 ბოთლისგან შემდგარი „ბოთლების ორკესტრი“.

სანთლების ჩაქრობის ყველაზე მასშტაბური ცერემონია: შეკრებილი ხალხი ერთდროულად 250 სანთელს ჩააქრობს.

პირამიდის აშენება არყის ჭიქებისგან: ვისკის მოყვარულები ერთმანეთს არყის ჭიქებისგან პირამიდის მშენებლობაში შეეჯიბრებიან, გაიმარჯვებს ის ვისი პირამიდაც ყველაზე მაღალი იქნება, დრო კი მხოლოდ 30 წამია.

რეკორდის დამყარებას გინესის რეკორდების ოფიციალური წარმომადგენელი დააფიქსირებს, წარმატების შემთხვევაში „ჯეკ დენიელსი“ გინესის რეკორდსმენის ოფიციალურ სერთიფიკატს მიიღებს.