ოპტიკურ ილუზიას ადამიანის ტვინი შეცდომაში შეჰყავს და აჩვენებს იმას რაც სინამდვილეში არ არსებობს. შეამოწმეთ შეძლებს თუ არა თქვენი ტვინი მსგავს სირთულესთან გამკლავებას.

ამ ნახატზე ფიგურები ისეა განლაგებული, რომ ზოლების ყურებისას თქვენ გეჩვენებათ თითქოს წყალი მართლა მოდის.

სურათზე მხოლოდ ერთი ვეფხვია? შეძლებთ იპოვოთ დამალული ვეფხვი?

თუკი ვერ შეძელით დაგეხმარებით. დააკვირდით კიდევ ერთხელ ვეფხვის ზოლებს (the hidden tiger)

ამ სურათის ყურებისას თქვენ გეჩვენებათ რომ ზოლები არასიმეტრიულია რის გამოც გამოსახულება ამობურცულია. სინამდვილეში სურათზე მოცემული ყველა ხაზი სწორია. ამაში დასარწმუნებლად იხილეთ მომდევნო ფოტო.

ეს კი ოპტიკური ილუზიის კლასიკური მაგალითებია. სურათის ყურებისას თქვენი ტვინი მას მოძრავად აღიქვამს, სინამდვილეში ეს რა თქმა უნდა ასე არ არის.

ეს არ არის სადგომზე გაჩერებული ორი მანქანა. სინამდვილეში ერთი მანქანა უბრალოდ მიხატულია მეორეზე.

ამ ნახატს თუ შევხედავთ შეიძლება ვერც გავარჩიოთ დახატულია თუ ფურცელზე მართლაც დგას ნივთი.

და ბოლოს, რა ფერისაა შუაში მოთავსებული კუბიკი? იქნებ მწვანე?

თქვენ შეცდით, სინამდვილეში კუბიკი ჩვეულებრივი შავი ფერისაა.