iphone  გაქვთ? მაშინ თქვენთან სტუმრად მოვდივარ! ოღონდ გემრიელი საზამთროთი გამასპინძლება არ დაგავიწყდეთ! რატომ???

მით უფრო ახლა, როდესაც საზამთროს სეზონია და ბაზარი სავსეა ამ გემრიელი ხილით, და ამ ფონზე რთულია საზამთროს არჩევაში არ შეცდე. თუმცა ახლა ამაში iphone დაგეხმარებათ.

App Store-მა iphone-ს ახალი აპლიკაცია დაუმატა – Melon Meter, რომელსაც შეუძლია მწიფე საზამთროს ამოცნობა.

პროგრამა კომპანია LTBLI-მ შექმნა და ის შემდეგნაირად მუშაობს: მომხმარებელმა უნდა აირჩიოს საზამთროს პარამეტრი (დიდი, საშუალო ან პატარა), ”სმარტფონის” მიკროფონი მიუახლოვოს ხილს და მის ქერქზე დააკაკუნოს.

მიღებულ ხმას ტელეფონი გააანალიზებს და შეგატყობინებთ, რამდენად მწიფეა თქვენი არჩეული საზამთრო.

სამწუხაროდ, Melon Meter-ს არ შეუძლია სიტკბოს განსაზღვრა. ის მხოლოდ საზამთროს სიმწიფეს ადგენს, ანუ ნესვის, პაპაიას და ხილის სხვა სახეობების სიმწიფის დადგენაში ეს აპლიკაცია, სამწუხაროდ,  ვერ დაგეხმარებათ.

თუმცა ეგ არაფერი… გვაცალეთ ბატონო!

პროგრამა 1.99 დოლარი ღირს და მისი ჩატვირთვა iPhone, iPad და iPod Touch-შია შესაძლებელი.