თვალი გადაავლეთ ეროვნულ პარკებს რომლებსაც ყველაზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

1. Great Smoky Mountains

პარკი რომელიც მდებარეობს ტენესში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მას წლის მანძილზე მინიმუმ ორჯერ მეტი ადამიანი სტუმრობს ვიდრე სხვა ნებისმიერ ეროვნულ პარკს.

2. Grand Canyon

დიდი კანიონი მეორე ადგილზეა, მის მონახულებას ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი ახერხებს.

3. Yosemite

კალიფორნია, იოსემიტეს ეროვნული პარკი. გარდა ულამაზესი ჩანჩქერისა ეს ადგილი ღრმა ხეობებით გამოირჩევა, ასევე იმითაა განსაკუთრებული, რომ აქ უამრავი სახეობის ცხოველი ბინადრობს.

4. Yellowstone

იელოუსთოუნის ნაციონალური პარკი. აქ ბინადრობს ცხენ-ირემი,  დათვი გრიზლი და კლდოვანი მთისთვის დამახასიათებელი სხვა ცხოველები. ასევე პარკი სავსეა გეიზერებით. ამდენი გეიზერი ერთად მსოფლიოს არც ერთ ადგილას არ შეგხვდებათ.

5. Rocky Mountain

პარკი კოლორადოში მდებარეობს, მის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 ტბაა და  450 მილის სიგრძის მდინარე მიედინება.

 

6. Olympic

წყნარი ოკეანის სანაპიროსთან მდებარე ვაშინგტონის ეროვნული ოლიმპიური პარკი ერთ-ერთია იმ სამი პარკიდან რომელსაც განსაკუთრებული ეკო სისტემა აქვს. სწორედ ამიტომ ის ტურისტების ნაკლებობას არ უჩივის.

7. Grand Teton

შემოდგომა ამ ადგილს განსაკუთრებულ შეფერილობას სძენს ამიტომაც სექტემბერი და ოქტომბერი საუკეთესო დროა პარკის მოსანახულებლად. როგორც ამბობენ აქ მზის ჩასვლას განსაკუთრებული სილამაზე აქვს.

8. Zion

კლდეები, კანიონები და ულამაზესი მდინარე “VIRGIN RIVER” ყოველწლიურად 2.5 მილიონ მნახველს იზიდავს. პარკი განსაკუთრებით საინტერესოა კლდეზე ცოცვის მოყვარულთათვის.

9. Acadia

პარკში მდებარეობს ულამაზესი ტბა EAGLE LAKE, ასევე აქ 120 მილის მანძილზე კლდეებია გადაჭიმული და საუკეთესო ადგილია ლაშქრობისთვის.


10. Cuyahoga Valley

პარკი დიდი ხანი არ არის რაც დაარსდა, ის 2000 წლიდან არსებობს. ცნობილია ტყის შუაგულში არსებული ულამაზესი ოაზისით რომელსაც სურათზე ხედავთ.

 


Advertisements