ამერიკაში, პენსილვანიის შტატში, მცხოვრებმა კენ მარკიზმა მანქანების ძველი დისკები ცოტა ფანტაზიის და ცოტა გემოვნების დახმარებით ისე  შეცვალა, რომ მისგან ხელოვნების ნიმუშები შექმნა. კენი დისკებზე ზეთის საღებავებით ხატავს.


ყველაფერი კი ასე დაიწყო…

კენმა ერთხელ ავტოსალონში შეიარა და იქ დაჟანგული მანქანის უამრავი დისკი ნახა. მარკიზმა 41 ცალ დისკში 82 აშშ დოლარი გადაიხადა. მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ამ ერთი შეხედვით, გადასაგდებად განწირულ დისკებს ”სიცოცხლეს დაუბრუნებდა”.

კენმა დასახმარებლად 20 მხატვარი მოიწვია და დისკების მოხატვა დაიწყეს.

ამჟამად კენ მარკიზის კოლექციაში 800 მოხატული დისკია, მაგრამ ის გაჩერებას ჯერ არ აპირებს. კენის თქმით, ხშირად მანქანის დისკებს მიტოვებულ ეზოებშიც აგროვებს და მათ დეფიციტს ჯერ არ განიცდის.

მნიშვნელოვანია, რომ კენს მანქანის დისკების 2o პროცენტი პატიმრებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მოუხატეს. მხატვრები კენისთვის მთელი აშშ-ის მასშტაბით მუშაობენ.