საოცარ კამპანიას წავაწყდი. ბევრი რამ უნდა წაიკითხოს ალბათ ადამიანმა🙂.

ამერიკაში, ტექსასის შტატში უჩვეულო შინაარსის ბილბორდები გაჩნდა, რომელზეც განთავსებული იყო წარწერა “If God doesn’t matter to him, do you?” და ვიზუალზე ნაჩვენები ბიჭუნა, რომელსაც იარაღი მოშვერილი აქვს მაყურებლისკენ.

იპოვე იმედი, იპოვე ჭეშმარიტება, იპოვე პასუხი – ასე მთავრდება ბილბორდზე განთავსებული ტექსტი.

ბილბორდის გამოჩენის შემდეგ ადგილობრივი ტელევიზიით გავიდა კლიპი, რომელშიც იგივე ბიჭუნა ამბობს საკრალურ სიტყვებს: if you don’t matter to God, you don’t matter to anyone…

ასეთივე შინაარსის კლიპი გავიდა პატარა გოგონას მონაწილეობით.

ცოტა უცნაური კამპანიაა. ზედმეტად აგრესიული და, შეიძლება ითქვას, გამაღიზიანებელიც.

მოკლედ, მემგონი თავადაც არ იციან რა სურთ.  გაუგებარი და აუხსნელია ჩემთვის ამ კამპანიის მიზანიც😦.

შებრძანდით მათ ვებ-გვერდზე და იქნებ თქვენ გაიგოთ, რა სურვილები ამოძრავებთ.