ინდურმა “ბოდიგარდმა” ეროვნული კინომატოგრაფების რეკორდი მოხსნა. ფილმმა პირველსავე დღეს ინდოეთის კინოთეატრებში 4,5 მილიონი დოლარი მოაგროვა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სხვა ინდური ფილმებისგან განსხვავებით ფილმში არაინდური წარმოების პროდაქთ პლეისმენტია გამოყენებული.

ფილმის დასახელებიდანაც კარგად ჩანს, რომ კევინ კოსტნერისა და უიტნი ჰიუსტონის მონაწილეობით 1992 წელს შექმნილი ცნობილი სურათის რიმეიქია.

ფილმშჲ ბოდიგარდის როლს ინდოელი სუპერვარსკვლავი, მეგასტარი სალმან ხანი ასრულებს, რომელსაც პარტნიორობას კარინა კაპური უწევს.

ვარსკვლავის როლს ასრულებს აგრეთვე Audi’s Q7, რომელიც ფილმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. აუდის ინდოეთის განყოფილების პიარ გუნდმა ასეთი განცხადებაც გაავრცელა ტვიტერზე:

“არ გამოგრჩეთ Audi Q7, რომელიც სალმან ხანთან ერთად მონაწილეობს ფილმშჲ “ბოდიგარდი”.

ფილმში აუდის ასეთი დიდი დოზით მონაწილეობა არც არის გასაკვირი, მხოლოდ გასულ 8 თვეში, მისი გაყიდვები 93%-ით გაიზარდა ინდოეთში.

ფილმის დაფინანსებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “სონიმაც”, რომლის ინდოელი სახე კარინა კაპური,”ბოდიგარდში” მუდმივად “ვაიოს” ლეპტოპით დადის🙂.

სალმან ხანი თაიგერის სათვალეებით

ინდოეთში ამ ფილმს სასწაულს ეძახიან უკვე.

თქვენც შეგიძლიათ იხილოთ ფილმის თიზერები და აგრეთვე დატკბეთ ფილმის მთავარი მუსიკალური კლიპით, რომელიც ინდური ჰიტ აღლუმების ათეულის სათავეში მოექცა.

თიზერი, რომელმაც რეკორდული რაოდენობის მაყურებელი მიიყვანა კინოთეატრებში:

სალმან ხანი რალფ ლორენის მაისურში:

სიმღერა, რომელმაც ინდოეთი უკვე დაიპყრო

პ.ს. კადრები ჯერ ვერ მოვიპოვე, მაგრამ ამბობენ, რომ ფილმშჲ სალმან ხანი ბლექბერის მობილურით მარიაჟობსო🙂.