ნიუ-იორკის მოდის კვირეულის მთავრი სენსაცია წითელ-მწვანე ზოლებში გადაწყვეტილი ფიატი 500 იქნება, რომლის დიზაინიც გუჩის სახლის მიერ არის შესრულებული.

50 წლიანი პაუზის შემდეგ ფიტი ამერიკის ბაზარზე ბრუნდება და მისთვის მნიშჳნელოვანია ამერიკელ მომხმარებელს თაი განსაკუთრებული აქციით დაამახსოვროს.

გუჩის “ფიატი 500” შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. ფიატი და გუჩის სახლი ძალიან სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს: დიზაინს პირადად ხელმძღვანელობდა Gucci-ს კრეატიული დირექტორი ფრიდა ჯანინი (Frida Giannini) FIAT-ის სტილის ცენტრთან ერთად.

ვებ თიზერის საშუალებით შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ საიტზე და მანქანის მსურველთა რიგებში ჩაეწეროთ და მიღოთ ინფორმაცია ავტომობილის შესახებ.

გუჩის ფიატის პიარის პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებშჲ მიმდინარეობს კამპანია კამპანია, რომელიც ფიატ 500-ის პოზიციონირების გამყარებას უწყობს ხელს.

აქცენტი გაკეთებულია ამჟამად აშშ-ში პოპულარულ რეტრო სტილზე.

გუჩის ფიატის პიარის პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებშჲ მიმდინარეობს კამპანია კამპანია, რომელიც ფიატ 500-ის პოზიციონირების გამყარებას უწყობს ხელს.

აქცენტი გაკეთებულია ამჟამად აშშ-ში პოპულარულ რეტრო სტილზე.

მცირელიტრაჟიანი ავტომობილების ბაზარზე კონკურენცია უკიდურესად მძაფრდება: ფიატ 500-ს Mini Cooper, Kia Soul, Nissan Cube, Smart და  iQ უწევენ კონკურენციას.

ფიატმა მარკეტინგულ ომში საინტერესო მიმართულება აირჩია. მას სურს გახდეს ამერიკის ახალგაზრდობის ახალი “კულტურული ხატულა” – საავტომობილო აი-ფონი, ბრენდი, რომელმაც მოხმარების სიმარტივით უდიდესი გავლენა მოახდინა ამერიკელების ცხოვრებაზე.

რთული ამოცანაა, დამეთანხმებით. ფიატს დიდი ფინანსები და გარჯა დაჭირდება ამერიკელების დასარწმუნებლად.