ტაივანის პრეზერვატივების ბაზარზე ბოლო სამი წლის განმვლობაში უაღრესად დიდი ჩავარდნა დაფიქსირდა.

ასეთი ტიპის პროდუქტის გაყიდვების ზრდისათვის, მნიშვნელოვანია სემპლინგი და გაყიდვების წახალისება პირდაპირი მარკეტინგის მეშვეობით.

თუმცა, კულტურული ტაბუს გამო პრომოუტერებს უჭირთ დღიური მიზნების მიღწევა. ვიდეოშჲ, რომელიც დურექსის კამპანიას ასახავს, ნაჩვენებია პრომოუტერებისა და სამიზნე აუდიტორიის ურთიერთობის დეტალები, როდესაც შეთავაზებების თითქმის 100% უპასუხოდ რჩება.

“დურექსმა” პოტენციურ მომხმარებელთან მიღწევის კრეატიული გზა მოძებნა – ტაივანში ძალზედ პოპულარულია მკითხავები: ზოგი კარტზე მკითხაობს, ზოგი ყავაზე დაშ.

დურექსმა შექმნა სამკითხაო აპარატი სახელად “ხერუდი” და განათავსა ის ბარებში, ღამის კლუბებში და კარაოკე-კაფეებში.

ახალგაზრდები, რომლებიც სამკითხაოდ მიდიოდნენ აპარატთან, იღებდნენ სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესების რჩევებს და საჩუქრად ერთ პრეზერვატივს.

კამპანია ინტეგრირებულად მიმდინაეობდა, ფეისბუქზე, ბეჭდვითი ლიფლეტებით, რადიოში და ონლაინ ბანერების მეშვეობით ახალგაზრდებისთვის საინტერესო ვებ-გვერდებზე.

კამპანიის განმავლობაში გაყიდვები 4%-ით გაიზარდა, ხოლო დურექსის საბაზრო წილმა ისტორიულ მაქსიმუმს 57%-ს მიაღწია.